გიულენის მიხედვით ჯიჰადი: საკუთარ თავთან ბრძოლა

Home » Georgian (ქართულად) » ფეთჰულაჰ გიულენი: მწერალი - ინტელექტუალი - მოაზროვ » გიულენის მიხედვით ჯიჰადი: საკუთარ თავთან ბრძოლა

ფეთჰულაჰ გიულენის მოსაზრებით – „ჯიჰადი” – ერთ-ერთი არასწორად გაგებული მცნებაა, როგორც დასავლეთის, ასევე მუსლიმანთა წარმომადგენლების მიერ. სიტყვა „ჯიჰადი”, რომელიც ნაწარმოებია ჯჰდ ფუძიდან, ნიშნავს „მთელი ძალის გამოყენებას, ასევე, მთელი ძალ-ღონით მიზნისაკენ სწრაფვას და ყოველგვარ სიძნელეებთან დაპირისპირებას. ისლამის წარმოშობისთანავე სიტყვა „ჯიჰადს”, თანდათანობით მიეცა ალლაჰის სახელით ბრძოლის განსაკუთრებული მნიშვნელობა. დღეისათვის პირველ რიგში სწორედ ეს მნიშვნელობა მოსდით თავში. ეს ბრძოლა ორ – შინაგან და გარეგან ფრონტზე წარმოებს. შინაგანი ფრონტი შეიძლება შევაფასოთ, როგორც საკუთარი არსის მოპოვებისაკენ სწრაფვა. გარეგანი კი ეს არის შესაძლებელი გახადო ჩაწვდე შენს არსს ვიღაცის საშუალებით. პირველი ეს არის დიდი ჯიჰადი, მეორე კი – პატარა. პირველი დაფუძნებულია შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვაზე, როდესაც ადამიანი, თავისი ბუნების შემეცნების გზით, მიაღწევს ღვთიურ ცოდნას, სიყვარულს და სულიერ ნეტარებას. მეორე კი დაფუძნებულია ხალხსა და რწმენას შორის არსებული ზღუდის აღმოფხვრაზე.

პატარა ჯიჰადი არ ნიშნავს მხოლოდ შეჯიბრს ბრძოლის ველზე. სინამდვილეში, მას აქვს ისეთი ფართო მნიშვნელობა და გამოყენება, რომ ზოგჯერ სიტყვა ან დუმილი, შუბლშეკრული გამოხედვა ან ღიმილი, შეკრებებში მონაწილეობა ან არმონაწილეობა, საკუთარი გრძნობების – სიყვარულისა და წყრომის მართვა, მოკლედ, რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც გაკეთებულია უფლის სახელით, შეტანილია ამ გაგებაში. ასეთი სახით ყველა მცდელობა ადამიანისა და საზოგადოების გარდაქმნისა, ასევე შეადგენს ჯიჰადის ნაწილს, ისევე, როგორც ყოველივე ძალადობას საკუთარი ოჯახის, ნათესავების, მეზობლებისა და საკუთარი მხარისათვის. 

დიდი ჯიჰადი კი სრულდება სულიერ დონეზე, ვინაიდან ეს არის ბრძოლა ჩვენს შინაგან და გარეგან სამყაროს შორის. თუ ორივე წარმატებულად თანაარსებობენ, მაშინ მყარდება სასურველი წონასწორობა, წინააღმდეგ შემთხვევაში წონასწორობა ირღვევა. მორწმუნენი პოულობენ მშვიდობას და გაწონასწორებული ჯიჰადიდან იკრებენ ენერგიას.

რამდენი ღვთაებრივი ქმნილებაცაა, იმდენი სხვადასხვა გზაა ალლაჰისაკენ.

უფალი წინ უძღვება გადარჩენისათვის მებრძოლთ ერთ ან რამდენიმე გზაზე. ის ყველას სიკეთისკენ მიმავალ გზას უჩვენებს და იცავს მანკიერებისაგან. ყოველი, ვინც პოულობს გზას უფლისაკენ, პოულობს ოქროს შუაგულს.

პატარა ჯიჰადი – ეს არის ჩვენი აქტიურობა ალლაჰის მცნებების შესრულებაში. დიდი ჯიჰადი – ეს ომის გამოცხადებაა, დამანგრეველი და უარყოფითი ემოციებისა და ფაქტების წინააღმდეგ, რომლებიც იმარჯვებენ ჩვენს „ეგო”-ზე და რომლებიც ხელს გვიშლიან მივაღწიოთ სრულყოფილებას. (მაგ: სიძულვილი, ბოროტება, შური, ეგოიზმი, ქედმაღლობა, ამპარტავნობა და პატივმოყვარეობა. ვინაიდან ეს რთული და მკაცრი ჯიჰადია, მას უწოდებენ დიდ ჯიჰადს. ის, ვინც ითმენს წარუმატებლობას დიდ ჯიჰადში, წარმატებული ვერ იქნება პატარა ჯიჰადში.

აიშა, ღრმადპატივცემული მეუღლე მუჰამმედისა, მოგვითხრობს, რომ ერთ საღამოს ალლაჰის წმინდა შუამავალმა სთხოვა მას ნებართვა, რათა მთელი ღამე უფლისათვის ლოცვაში გაეტარებინა. მისი ეს თხოვნა მიგვანიშნებს თუ, როგორი თავაზიანი და ნაზი გრძნობის ადამიანი იყო იგი. კეთილშობილება და სიწმინდე სხვებთან დამოკიდებულებაში იყო ის მნიშვნელოვანი თავისებურება, რითაც გამოირჩეოდა ჩვენი შუამავალი. აიშამ უპასუხა: „ო, ალლაჰის წმინდა შუამავალო, მე მაქვს სურვილი შენთან ყოფნისა, მაგრამ უფრო მეტად ვისურვებდი მას, რაც შენ გნებავს”. შუამავალმა შეასრულა განბანვა და დაიწყო ლოცვა. „ჭეშმარიტად, მიწისა და ცის შექმნაში და დღის და ღამის მონაცვლეობაში დაფარულია ნიშანი მათვის, ვინც ფლობს მიხვედრის უნარს” (წმ.ყურანი 3:19.) მან წაიკითხა ეს აიათი და ტიროდა დილამდე. ეს მიგვანიშნებს მის სულიერ სიღრმეზე და შუამავლის დიდ ჯიჰადზე.(Фетхуллах Гюлен, "Джихад вся илайи калиматуллах," Измир, Нил яйинлары,1998)

Share:

More Posts

fethullah gulen le monde d39

ფეთჰულა გიულენი: თურქეთის დემოკრატია რატომ დარჩა წარუმატებელი?

ფეთჰულა გიულენი ფრანგულ გაზეთ  Le Monde-ში სტატიას აქვეყნებს. როგორც გიულენი სტატიაში აღნიშნავს, “თურქეთის დემოკრატია წარუმატებელი დარჩა არა იმიტომ, რომ მიყვებოდა ისლამის ღირებულებებს, არამედ იმიტომ რომ მან უღალატა ამ ფასეულობებს.”
25 თებერვალს გაზეთ  Le Monde-ში გამოქვეყნებული სტატია, შემდეგია:
“2000-იანი წლების დასაწყისში, მუსულმანური ქვეყანის, თურქეთის მიერ დემოკრატიის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. 2002 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა მმართველმა პარტიამ,…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთჰულაჰ გიულენი 15 ივლისის მოვლენების შესახებ სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში: ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″

″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″,-ამის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა 15 ივლისის მოვლენების შესახებ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის″ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შვედეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრმა″ (Stockholm Center for Freedom) გასულ წელს განხორციელებული საეჭვო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ვრცელი და სენსაციური ანგარიში გამოაქვეყნა. 191 გვერდიანი ანგარიშის მომზადებისას ფეთჰულაჰ გიულენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა, სათაურით -″15 ივლისი:…

fethullah gulen elestiriye kapali mi f6c

ფეთჰულაჰ გიულენი Politico-ში სტატიას აქვეყნებს

ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გამოცემა Politico-ში სტატიას აქვეყნებს.
″ეს დაჯგუფება, რასაც არ უნდა უწოდებდეს თავის თავს, სწორედ თავადაა ის ანომალიური წარმონაქმნი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის რელიგიას იყენებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მან თავის სახელწოდებას სიტყვა „ისლამი“ დაამატა, რითიც ისლამის დიდებული სახე შებღალა″,-აღნიშნავს გიულენი და დასძენს, რომ ყველა ის, ვინც უდანაშაულო მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება საკუთარ თავს რაც არუნდა ის…

fethullah gulen 49 1dc

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის და გადატრიალების მეორედ მცდელობის შესაძლო განხორციელების შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით ფეთჰულაჰ გიულენმა განცხადება გაავრცელა. ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადება ასეთია:
″როგორც ყველა დროს მომხდარი სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლს, იმის მჯერა, რომ გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერც დაამყარებ და ვერც დაიცავ. როგორც ადრე ვთქვი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულები მე და ამ მოძრაობის წევრებს საერთაშორისო…

fethullah gulen 13 07b

ფეთჰულაჰ გიულენი – მოძრაობა ″ჰიზმეთს″ ისევ მახეს უგებენ

თურქეთში ბოლო დღეებში პროსახელისუფლებო მედიის მიერ მუდმივად პოლიტიკოსებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გაშუქება ძაალიან შემაშფოთებელია. ამის შესახებ განცხადება ფეთჰულაჰ გიულენმა გააკეთა.
ფეთჰულაჰ გიულენმა, ქვეყანაში ბოლო დღეებში ″ისლამური სახელმწიფოს″ (ISIS) და  ″ქურთისტანის მუშათა პარტიის″ (PKK) მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ხსენებასთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
″ბოლო დროს სახელმწიფო მოხელეების და ოპოზიციის ლიდერების მკვლელობებთან დაკავშირებით ცილისწამებლური განცხადებები გახშირდა….

zekeriya mete c61

ფეთჰულაჰ გიულენი: შესაძლოა სხვა მკვლელობებიც მოხდეს და მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერონ

ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი კიდევ ერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა სხვა მკვლელობებსაც მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერს.
თურქეთში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ამერიკულ სააგენტო Associated Press-ისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში გიულენი ამბობს, რომ ″მსოფლიოს ასეთი ბრალდებების სინამდვილეში დარწმუნებას ვერ შეძლებენ″.
ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უარყო. 1999…

fethullah gulen nuriye akman roportaji7 0ef

ფეთჰულაჰ გიულენი: ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის პოლიციის ოფიცრის მიერ მოკვლის შემდეგ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ფეთჰულაჰ გიულენმა გააკრიტიკა. ფეთჰულაჰ გიულენი ადვოკატების მეშვეობით მეორედ გაკეთებულ განცხადებაში ტერორისტულ აქტს ″შემზარავი და ვერაგული მკვლელობა″ უწოდა და კარლოვის მკვლელობა კიდევ ერთხელ დაგმო.
ფეთჰულაჰ გიულენის განცხადებით, ეს თავდასხმა, ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზნით განხორციელებული ტერორისტული აქტია.
“ამ საშინელი და ვერაგული ტერორისტული აქტის შემდეგ…

fethullah gulen hocaefendinin le monde makalesi 99d

ფეთჰულაჰ გიულენი: “ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები თუ დამტკიცდება, მზად ვარ თურქეთში დავბრუნდე“

მიმდინარე წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების სახით ადგილი ჰქონდა მის უახლოეს ისტორიაში უდიდეს ტრაგედიას, როდესაც ქვეყანა დადგა სრული კატასტროფის წინაშე. 15 ივლისის ღამეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს უდიდესი ტერორისტული თავდასხმა თურქეთის სახელმწიფოებრიობაზე. თურქული საზოგადოება, რომელიც მიიჩნევდა, რომ მის ისტორიაში სამხედრო გადატრიალებები უკვე წარსულს ჩაბარდა, საზოგადოების თითოეული ფენით მტკიცედ დადგა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ რითიც მსოფლიოს…

fethullah gulen 75 5ea

ფეთჰულაჰ გიულენმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

ფეთჰულაჰ გიულენმა გადატრიალების მცდელობა მკაცრად დაგმო. გიულენმა, გასულ ღამეს, თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გიულენის განცხადებით, მთავრობები ძალის გამოყენებით კი არა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. ″ამ სამხედრო გადატრიალებას მკაცრად ვგმობ.″-განაცხადა მან.
ნიუ-იორკში დაფუძნებულ საერთო ღირებულებების ასოციაციის( afsv) მიერ გამოქვეყნებული წერილი ასეთია:
″თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ძალიან მკაცრად ვგმობ. მთავრობები, არა ძალით, არამედ…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთულაჰ გიულენი – სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ.
შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის…

Send Us A Message