შემწყნარებლობა და დიდსულოვნება

სიცოცხლე – ღვთის ყველაზე მთავარი და ნათელი წყალობაა. ჭეშმარიტი და მარადიული სიცოცხლე კი ჩვენ საიქიოში გველოდება. ღვთისმსახურების მემკვიდრეობითობით, წყალობით და ლმობიერებით, შეიძლება ჩვენი ცხოვრება ღირსეული გავხადოთ. 

ღმერთმა წარმოგვიგზავნა წმინდა შუამავლები და გადაგვიშალა წმინდა წიგნები. ამ მიზეზით ღვთის წყალობა კაცობრიობის მიმართ ნახსენებია არ რაჰმანის (მწყალობელის) სურაში: „მოწყალე ალლაჰმა, ყურანი ასწავლა, შექმნა ადამიანი და მას მეტყველება შთაუნერგა” (წმ. ყურანი 55:1-4). მთელი ჩვენი სიცოცხლე ამ სამყაროში არის რეპეტიცია საიქიო ცხოვრების წინაშე და ამ დასასრულს ელოდება ყველა ღვთის შვილი. ჩვენს ყველა მიღწევებში ნათლად ვხედავთ ღვთის ხელს, მასში ვლინდება მისი მოწყალება. სტიქიური უბედურებანი და საზოგადოებრივი უმსგავსოებანი, ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ მიუღებელნი, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ ის შეუთავსებლად მოწყალებასა და თანაგრძნობას შორის. ისინი გვაგონებენ ჭექა-ქუხილსა და შავ ღრუბლებს, რომლებიც გვაშინებენ, მაგრამ მათ მოჰყვება წვიმა. ასეთი სახით მთელი სამყარო ადიდებს თავის შემქმნელს, ყოვლად შემბრალებელსა და გულმოწყალეს.

შემწყნარებლობა და სულგრძელობა ალლაჰის წმინდა შუამავალისთვის არის მთავარი შემადგენელი, ყველგან შეღწევადი შორსმჭვრეტელობა. მასში დაფარულია აზრის განსაკუთრებული სიღრმე. წმინდა შუამავალმა მთელი თავისი სისრულით განახორციელა ეს ორი ღვთით დალოცვილი თვისება – შემწყნარებლობა და დიდსულოვნება, მსგავსად ელექსირისა და ყველას გულში დაიდგა ტახტი, არ არსებობს სხვა თვისება, გარდა შემწყნარებლობისა, სულგრძელობისა და გულწრფელობისა, რომლებსაც შეუძლიათ აიძულონ ხალხის მასები შეიყვარონ ადამიანი და აი, ალლაჰის წმინდა შუამავალმა, მინიჭებული სულიერი სიწმინდით, საოცარი ნიჭითა და შორსმჭვრეტელობით, ხალხთა გულებში შესაღწევად, გამოიყენა თავისი სრულყოფილი ნიჭი მოწყალებისა და სულგრძელობისა. რაც ითვლება წმინდა მისიის თვითმყოფად განმტკიცებად. ალლაჰჰმა წარგზავნა შუამავალი, მსგავსად წყალობისა, მთელ სამყაროზე. დიახ, ის არის გამოსახულება უზენაესის წყალობისა – მთელი თავისი ბრწყინვალებით, ის წყაროა უდაბნოს შუაგულში.

ალლაჰის წმინდა შუამავალი მოევლინა სამყაროს უზომო შემწყნარებლობის მქადაგებლად. ის არის წყარო მაცოცხლებელი წყლისა, ყოველი, ვინც ჩაუშვებს შიგ თავის ჭურჭელს, მიიღებს შემწყნარებლობას, ხოლო, ვინც მისი ხელიდან იგემებს ცოცხალ წყალს, მიიღებს სულიერ უკვდავებას. ეჰ! ნეტავ ამ წყაროსთან შეკრებილებმა, რომ იცოდნენ ზეციდან ბოძებული, ეცოდინებოდათ მისი ფასი, ჩვენი ნათქვამი აბსტრაქტული რომ არ მოგეჩვენოთ, მოვიყვანთ რამდენიმე ნიმუშს. საწყისისათვის ყურადღება მივაქციოთ შემდეგ გარემოებას: იმ ადამიანებიდან, რომლებიც აღწევენ წარმატებას გარკვეულ პროფესიაში, სხვა სფეროებში საგრძნობლად ჩამორჩებიან. ასე მაგალითად: რომელიმე მხედართმთავრი ან მეომარი, რომელიც წარმატებულია საომარ ქმედებაში, უმეტეს შემთხვევაში მას არ შეუძლია მგრძნობელობისა და შემწყნარებლობის გამოვლინება მწყემსის დონეზეც კი. უმეტესად კი, რამდენადაც ეს ადამიანი მიჩვეულია მოკვლას, ის საერთოდ, ბუნებით არ შეიძლება იყოს გულმოწყალე, რამეთუ განსაზღვრულ დონეზე მისი გრძნობა დაბლაგვებულია. მას გულთან ახლოს არ მიაქვს ადამიანის სიკვდილი. პოლიტიკოსი წარმატებულია პოლიტიკაში, მაგრამ ხშირად ამჟღავნებს უპატივცემულობას ადამიანთა უფლებების მიმართ. ე.ი. წარმატებულია ერთში, მაგრამ კარგავს სამართლიანობას და კეთილშობილებას. რაღაცაში აღწევს მწვერვალს, მაგრამ სადღაც „ფსკერისაკენ ეშვება”. ადამიანი დაამებული პოზიტიურობის თათებში, რომელიც ცდილობს შეამოწმოს ყველაფერი გამოცდილებით, სულიერ ცხოვრებაში ვერ შესძლებს გადააბიჯოს ნულოვან ზღვარსაც კი. გვხდებიან ისეთებიც, რომლებიც გონებით მაღლდებიან – ევერესტის მსგავსად, მაგრამ მათი სულიერი დონე შეესაბამება მკვდარ ზღვას. რამდენი ადამიანი უკავშირებს ყველაფერს მატერიას და მხოლოდ იმას, რასაც ხედავს. გულწრფელი ლოგიკიდან გამომდინარე, ისინი ან გულუბრყვილონი ან სულიერად განუვითარებელნი არიან. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგიერთ ადამიანში არ არის ჰარმონიულობა. ის დიდი მეთაურია, მაგრამ გულმოწყალე. ის როგორც არაჩვეულებრივი მმართველი ასევე მართალი და კეთილშობილი. ის არ უარყოფს გამოცდილების მნიშვნელობას, მაგრამ ამავე დროს სულიერ სიმაღლეზე დგას.

არ დარჩენილა არანაირი ბოროტება მექის გამარჯვებამდე, რომლებიც მტრებს არ მიეყენებინათ მათთვის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ბოიკოტს გიცხადებენ. საკუთარი სახლიდან გაგდებენ, გართმევენ თავშესაფარს, გტოვებენ უდაბნოს შუაგულში. შემდეგ ქააბის კედელზე ჰკიდებენ შხამისმფრქვეველ განცხადებას, რომელიც იუწყება: „იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ გავდევნეთ, აკრძალულია ვაჭრობა და ქორწინება”. ასეთ მძიმე პირობებში გამყოფებენ უდაბნოში სამ წელიწადს, ახლობლებსაც არ ძალუძთ თქვენი შველა. თქვენ ბრძოლობთ არსებობისათვის, საზრდოობთ ბალახითა და ფოთლებით. ბავშვები და მოხუცები იღუპებიან შიმშილით, მაგრამ ვერავისში ვერ ხედავთ კეთილშობილების ვერც ერთ წვეთს. შემდეგ კი იქნებით განდევნილი სამშობლოდან სხვა ადგილას, მაგრამ იქაც ვერ ჰპოვებთ სიმშვიდეს, რადგან ყოველდღე საფრთხეს მოელით. შემდეგ ბრძოლებში შეეჭიდებით მტერს სასიკვდილოდ, მაგრამ მაინც ვერ ჰპოვებთ სიმშვიდეს. თქვენ ჩამოგერთმევათ ქააბაში ლოცვის უფლებაც კი – თქვენი ყველაზე ბუნებრივი უფლება. მიიღებთ რა უმძიმეს პირობებს, თქვენ დაბრუნდებით უკან, ალლაჰი გაიღებს თქვენზე მოწყალებას. თქვენ წარუძღვებით უზარმაზარ ჯარს, აიღებთ მექას და გახდებით მისი მბრძანებელი. როგორიღა იქნება თქვენი დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ? შეძლებთ კი უთხრათ მათ: წადით თქვენ თავისუფალი ხართ და არ განისჯებით? საეჭვოა, რთული წარმოსადგენია, მგონი ბევრი დამეთანხმება, მაგრამ ალლაჰის წმინდა შუამავალი ცხენზე დეზის კვრით, აბჯარასხმული შევიდა ქააბაში, განსაკუთრებული შემწყნარებლობით, ის შეეკითხა მექელებს: „რას ელოდებით ჩემგან?” მათ ერთხმად უპასუხეს: „შენ კეთილშობილი, უკეთილშობილესის ძე ხარ”. თქვენგან შეიძლება მოველოდეთ მხოლოდ სიკეთეს და ისევე, როგორც ერთ დროს ღრმად პატივცემულმა იუსუფმა, მიმართა თავის ძმებს: „დღეს არავინ განგიკითხავთ, და ეს გაპატიოთ ალლაჰმა, ის გულმოწყალეა მოწყალეთა შორის”.

ბიოგრაფიულ ცნობებში მოიპოვება ყოველმხრივი აღწერა ალლაჰის წმინდა შუამავლისა. რამდენადაც ის იყო ფიზიკურად სრულყოფილი, იმდენად იყო სულიერად ამაღლებული. წმინდა ალი წმინდა მუჰამმედ შუამავალს ასე იხსენებდა: „ალლაჰის შუამავალი უგულუხვესი იყო ადამიანთა შორის, გულით კი ყველაზე გულისხმიერი, სიტყვით – ყველაზე სამართლიანი. ის ისე ბუნებრივად საუბრობდა და იქცეოდა, რომ მის გვერდით არასოდეს უხერხულად არ იგრძნობდი თავს. პირიქით, თითქოს მეგობრის გვერდით იჯექით”(Фетхуллах Гюлен, "Очерки-Перспективы-Мнения," Москва,2004).

Share:

More Posts

fethullah gulen le monde d39

ფეთჰულა გიულენი: თურქეთის დემოკრატია რატომ დარჩა წარუმატებელი?

ფეთჰულა გიულენი ფრანგულ გაზეთ  Le Monde-ში სტატიას აქვეყნებს. როგორც გიულენი სტატიაში აღნიშნავს, “თურქეთის დემოკრატია წარუმატებელი დარჩა არა იმიტომ, რომ მიყვებოდა ისლამის ღირებულებებს, არამედ იმიტომ რომ მან უღალატა ამ ფასეულობებს.”
25 თებერვალს გაზეთ  Le Monde-ში გამოქვეყნებული სტატია, შემდეგია:
“2000-იანი წლების დასაწყისში, მუსულმანური ქვეყანის, თურქეთის მიერ დემოკრატიის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. 2002 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა მმართველმა პარტიამ,…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთჰულაჰ გიულენი 15 ივლისის მოვლენების შესახებ სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში: ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″

″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″,-ამის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა 15 ივლისის მოვლენების შესახებ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის″ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შვედეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრმა″ (Stockholm Center for Freedom) გასულ წელს განხორციელებული საეჭვო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ვრცელი და სენსაციური ანგარიში გამოაქვეყნა. 191 გვერდიანი ანგარიშის მომზადებისას ფეთჰულაჰ გიულენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა, სათაურით -″15 ივლისი:…

fethullah gulen elestiriye kapali mi f6c

ფეთჰულაჰ გიულენი Politico-ში სტატიას აქვეყნებს

ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გამოცემა Politico-ში სტატიას აქვეყნებს.
″ეს დაჯგუფება, რასაც არ უნდა უწოდებდეს თავის თავს, სწორედ თავადაა ის ანომალიური წარმონაქმნი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის რელიგიას იყენებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მან თავის სახელწოდებას სიტყვა „ისლამი“ დაამატა, რითიც ისლამის დიდებული სახე შებღალა″,-აღნიშნავს გიულენი და დასძენს, რომ ყველა ის, ვინც უდანაშაულო მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება საკუთარ თავს რაც არუნდა ის…

fethullah gulen 49 1dc

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის და გადატრიალების მეორედ მცდელობის შესაძლო განხორციელების შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით ფეთჰულაჰ გიულენმა განცხადება გაავრცელა. ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადება ასეთია:
″როგორც ყველა დროს მომხდარი სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლს, იმის მჯერა, რომ გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერც დაამყარებ და ვერც დაიცავ. როგორც ადრე ვთქვი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულები მე და ამ მოძრაობის წევრებს საერთაშორისო…

fethullah gulen 13 07b

ფეთჰულაჰ გიულენი – მოძრაობა ″ჰიზმეთს″ ისევ მახეს უგებენ

თურქეთში ბოლო დღეებში პროსახელისუფლებო მედიის მიერ მუდმივად პოლიტიკოსებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გაშუქება ძაალიან შემაშფოთებელია. ამის შესახებ განცხადება ფეთჰულაჰ გიულენმა გააკეთა.
ფეთჰულაჰ გიულენმა, ქვეყანაში ბოლო დღეებში ″ისლამური სახელმწიფოს″ (ISIS) და  ″ქურთისტანის მუშათა პარტიის″ (PKK) მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ხსენებასთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
″ბოლო დროს სახელმწიფო მოხელეების და ოპოზიციის ლიდერების მკვლელობებთან დაკავშირებით ცილისწამებლური განცხადებები გახშირდა….

zekeriya mete c61

ფეთჰულაჰ გიულენი: შესაძლოა სხვა მკვლელობებიც მოხდეს და მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერონ

ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი კიდევ ერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა სხვა მკვლელობებსაც მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერს.
თურქეთში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ამერიკულ სააგენტო Associated Press-ისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში გიულენი ამბობს, რომ ″მსოფლიოს ასეთი ბრალდებების სინამდვილეში დარწმუნებას ვერ შეძლებენ″.
ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უარყო. 1999…

fethullah gulen nuriye akman roportaji7 0ef

ფეთჰულაჰ გიულენი: ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის პოლიციის ოფიცრის მიერ მოკვლის შემდეგ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ფეთჰულაჰ გიულენმა გააკრიტიკა. ფეთჰულაჰ გიულენი ადვოკატების მეშვეობით მეორედ გაკეთებულ განცხადებაში ტერორისტულ აქტს ″შემზარავი და ვერაგული მკვლელობა″ უწოდა და კარლოვის მკვლელობა კიდევ ერთხელ დაგმო.
ფეთჰულაჰ გიულენის განცხადებით, ეს თავდასხმა, ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზნით განხორციელებული ტერორისტული აქტია.
“ამ საშინელი და ვერაგული ტერორისტული აქტის შემდეგ…

fethullah gulen hocaefendinin le monde makalesi 99d

ფეთჰულაჰ გიულენი: “ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები თუ დამტკიცდება, მზად ვარ თურქეთში დავბრუნდე“

მიმდინარე წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების სახით ადგილი ჰქონდა მის უახლოეს ისტორიაში უდიდეს ტრაგედიას, როდესაც ქვეყანა დადგა სრული კატასტროფის წინაშე. 15 ივლისის ღამეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს უდიდესი ტერორისტული თავდასხმა თურქეთის სახელმწიფოებრიობაზე. თურქული საზოგადოება, რომელიც მიიჩნევდა, რომ მის ისტორიაში სამხედრო გადატრიალებები უკვე წარსულს ჩაბარდა, საზოგადოების თითოეული ფენით მტკიცედ დადგა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ რითიც მსოფლიოს…

fethullah gulen 75 5ea

ფეთჰულაჰ გიულენმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

ფეთჰულაჰ გიულენმა გადატრიალების მცდელობა მკაცრად დაგმო. გიულენმა, გასულ ღამეს, თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გიულენის განცხადებით, მთავრობები ძალის გამოყენებით კი არა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. ″ამ სამხედრო გადატრიალებას მკაცრად ვგმობ.″-განაცხადა მან.
ნიუ-იორკში დაფუძნებულ საერთო ღირებულებების ასოციაციის( afsv) მიერ გამოქვეყნებული წერილი ასეთია:
″თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ძალიან მკაცრად ვგმობ. მთავრობები, არა ძალით, არამედ…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთულაჰ გიულენი – სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ.
შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის…

Send Us A Message