ფეთულაჰ გიულენი – სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

Home » Georgian (ქართულად) » ინფორმაცია » ფეთულაჰ გიულენი – სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

ფეთულაჰ გიულენი - სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ.

შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის თაობაზე.

″არა მგონია, რომ მსოფლიოს პრეზიდენტ ერდოღანის ბრალდებების სჯეროდეს″, – განაცხადა გიულენმა, – ″არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს დადგმული გადატრიალება იყო, რისი მიზანიც უნდა ყოფილიყო შემდეგი ბრალდებები (გიულენისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ).″

გიულენი, ცხოვრობს გადასახლებაში, უძღვება საზოგადოებრივ მოძრაობას სახელით “Hizmet“ (“მსახურება“). ის განუდგა ერდოღანს 2013 წელს კორუფციის სკანდალის შემდეგ. მან ინტერვიუ მისცა მცირე სალოცავ ოთახში რომელიც მოფენილია ხალიჩებით, მორთული ისლამური კალიგრაფიის ნიმუშებითა და ტყავის ყდიანი რელიგიური შინაარსის წიგნებით. ჟურნალისტებს გაუმასპინძლდნენ თურქული ჩაითა და ტკბილეულით მის საცხოვრებელში, რომელიც მდებარეობს პენსილვანიაში, სადაც იგი დასახლდა 1999 წელს თურქეთიდან გადასახლების შემდეგ.

გიულენმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგია სამხერო გადატრიალებებისა და რომ იგი თავად გამხდარა გადატრიალებათა მსხვერპლი 90-იან წლებში.

″სამხედრო გადატრიალებების შემდგომ პერიოდებში ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დაპატიმრებულიც ვიყავი. მრავალი ჩაგვრისა და შევიწროების ობიექტი გავმხადრვარ″ – განაცხადა გიულენმა თავის ინტერვიუში. მან დაამატა: “ახლა, როდესაც თურქეთი დემოკრატიულ გზაზე მყარად დგას, მისი უკან შებრუნება შეუძლებელია″.

Guardian-ის ჟურნალისტის შეკითხვას, დაბრუნდებოდა თუ არა იგი თურქეთში იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით დასრულდებოდა, გიულენმა უპასუხა: ″მართლაც, ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო. მაგრამ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც, ეს არის თავისუფლება. მე ვიმყოფები აქ, შორს პოლიტიკური მღელვარებისგან თურქეთში და ვაპირებ მომავალშიც თავისუფლად ცხოვრებას″.

შაბათს, სტამბულში საჯარო გამოსვლისას ერდოღანმა მოუწოდა ბარაკ ობამას გიულენის დაკავებასა და დეპორტაციისკენ თურქეთში. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს არასდროს არ უთქვამს უარი თავისი ამერიკელი მოკავშირისთვის ″ტერორისტების″ ექსტრადირებაზე და დაამატა: ″თუკი ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა შეასრულოთ ჩვენი მოთხოვნაც″.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ჯონ ქერის განცხადებით, რომელიც მან ლუქსემბურგში ვიზიტისას გააჟღერა, თურქეთის მხრიდან ექსტრადირების თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა ამერიკულ მხარეს არ მიუღია. ″ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ იქნება გარკვეული სახის კითხვები გიულენთან დაკავშირებით″, – აღნიშნა ჯონ ქერიმ.

″რასაკვირველია, ჩვენ მოვიწვევთ თურქეთის მთავრობას ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე იმ მიზნით, რომ მოვისმინოთ მათი არგუმენტები ლეგიტიმური მტკიცებულებების წარდგენის მხრივ, რათა დეტალურად შევისწავლოთ საკითხი და ნათელი მოვფინოთ არსებულ მდგომარეობას. ამის შემდეგ აშშ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით″, – განაცხადა ქერიმ.

საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებს ფეთულაჰ გიულენმა ბოლოს 2014 წელს ესაუბრა. იგი იშვიათად ტოვებს თავის ამჟამინდელ საცხოვრებელს სადაც იგი იძლევა რელიგიური შინაარსის დარიგებებს თავისი მიმდევრებისათვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. შაბათის ინტერვიუმდე მასთან იმყოფებოდა ექიმი, რომელმაც მას წნევა გაუზომა.

მისი საცხოვრებელი, რომელიც მდებარეობს პენსილვანიის პოკონოს რეგიონში, არაფრით არ ჰგავს კონსპირატორის ადგილსამყოფელს. გიულენი ცხოვრობს მცირე ზომის ოთახში, რომელიც მდებარეობს ორსართულიან აგურის სალოცავში, რომელსაც მნახველები სტუმრობენ ღვთისმსახურებისთვის და დარიგებების მისაღებად. ერთ კედელს მთლიანად ფარავს სურათი სტამბულის ხედით.

დერეფნის ბოლოს მდებარეობს მცირე ზომის საძინებელი, რომელიც აჩვენეს ორ რეპორტიორს -ის მიუთითებს ცხოვრების სპარტანულ წესზე: მცირე საწოლი, აგრეთვე მცირე თაროები არაბული კალიგრაფიის ნიმუშებით, მაღვიძარა საათი და კრიალოსანი ლოცვისთვის. ხის თაროზე ჩანს წიგნები სათაურებით: ″სულიერი სამყაროს შესწავლა″ და ″ისლამის განახლება მსახურების მეშვეობით″, მათთან ახლოს კი ნელსაცხებელთა ბოთლებია განთავსებული.

საძინებლის პირისპირ მცირე ″ფიტნეს″ ოთახია სარბენი ბილიკითა და ორთოპედიული საწოლით.

შენობის გარეთ დაცვის პუნქტი მდებარეობს. ფართო ასფალტის გზა კი მიუყვება დიდი საცხოვრებელი სახლების ქუჩას. ინგლისურ და თურქულენოვანი წარწერები მიანიშნებენ, თუ სად შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების პარკირება.

ალფ ასლანდოღანის, ფეთულაჰ გიულენის მედია მრჩეველისა და საერთო ღირებულებათა ალიანსის (Alliance for Shared Values) აღმასრულებელი დირექტორის, მოძრაობა ″Hizmet″ (″მსახურება″) ამერიკის განყოფილების უფროსის თქმით, დაცვის პერსონალი მობილიზების რეჟიმში იქნა გადაყვანილი სოციალურ მედიაში გიულენის მისამართით გაჟღერებული მუქარების გამო.

საცხოვრებლის ახლოს შეიკრიბა დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი, რომლებიც თურქეთისა და ამერიკის დროშებს აფრიალებდნენ.

″თქვენ მისი მომხრეები ხართ; ჩვენ არ გვსურს თქვენთან საუბარი″ – განაცხადა ერთერთმა დემონსტრანტმა, რომელმაც არ ისურვა საკუთარი ვინაობის დასახელება და დაამატა: ″ის არის მეორე პოტენციური ბინ ლადენი და ამერიკა მას მფარველობს″.

ერთ-ერთი ქალბატონი დროშას აქნევდა, რომელზეც ერდოღანის სურათი იყო დატანილი. მან შემდეგი რამ თქვა: ″სენატორები მისგან (გიულენისგან) თანხებს იღებენ″.

შაბათს, გიულენის საცხოვრებელში შესვლამდე რეპორტიორები გააფრთხილეს არ გადაეღოთ იქ მაცხოვრებელთა სახეები.

″ისინი ან მათი ოჯახების წევრები შეიძლება გახდნენ დევნის ობიექტები, თუკი მათ ამოიცნობენ თურქეთში″ – განაცხადა ასლანდოღანმა.

ერდოღანის მიერ გიულენის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა განაცხადა: ″ამერიკის მთავრობის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუკი არსებობს ბატონი გიულენის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქმე შესაბამისად განიხილება. აქამდე თურქეთის მთავრობას ამ მხრივ არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია. მადლობა ღმერთს, ამერიკაში კანონის უზენაესობის პრინციპი მოქმედებს და ჩვენც სწორედ ამის იმედი გვაქვს″.

ერდოღანის მიერ სახელმწიფო გადატრიალების ინსცენირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა აღნიშნა, რომ პარასკევს განვითარებული მოვლენები არ ავლენენ მსგავსებას წინა გადატრიალებებთან, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ თურქეთში.

″როგორც ჩანს, გადატრიაება ცუდად იყო დაგეგმილი და ცუდად შესრულდა. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ერდოღანის ინტერესებს ემსახურება. ჩნდება ბევრი კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ იქნა ჩატარებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა″, – განაცხადა მან.

გიულენის მიმდევრები გაოცებით შეხვდნენ მათი ლიდერის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს.

″ეს არის ჩვეულებრივი შეთქმულება გიულენის წინააღმდეგ″ – განაცხადა ჰარუნ გულთექინმა რომელიც მოხალისედ მსახურობს გიულენის ცენტრში და ცხოვრობს მახლობელ დასახლებაში.

Share:

More Posts

fethullah gulen le monde d39

ფეთჰულა გიულენი: თურქეთის დემოკრატია რატომ დარჩა წარუმატებელი?

ფეთჰულა გიულენი ფრანგულ გაზეთ  Le Monde-ში სტატიას აქვეყნებს. როგორც გიულენი სტატიაში აღნიშნავს, “თურქეთის დემოკრატია წარუმატებელი დარჩა არა იმიტომ, რომ მიყვებოდა ისლამის ღირებულებებს, არამედ იმიტომ რომ მან უღალატა ამ ფასეულობებს.”
25 თებერვალს გაზეთ  Le Monde-ში გამოქვეყნებული სტატია, შემდეგია:
“2000-იანი წლების დასაწყისში, მუსულმანური ქვეყანის, თურქეთის მიერ დემოკრატიის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. 2002 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა მმართველმა პარტიამ,…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთჰულაჰ გიულენი 15 ივლისის მოვლენების შესახებ სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში: ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″

″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″,-ამის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა 15 ივლისის მოვლენების შესახებ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის″ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შვედეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრმა″ (Stockholm Center for Freedom) გასულ წელს განხორციელებული საეჭვო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ვრცელი და სენსაციური ანგარიში გამოაქვეყნა. 191 გვერდიანი ანგარიშის მომზადებისას ფეთჰულაჰ გიულენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა, სათაურით -″15 ივლისი:…

fethullah gulen elestiriye kapali mi f6c

ფეთჰულაჰ გიულენი Politico-ში სტატიას აქვეყნებს

ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გამოცემა Politico-ში სტატიას აქვეყნებს.
″ეს დაჯგუფება, რასაც არ უნდა უწოდებდეს თავის თავს, სწორედ თავადაა ის ანომალიური წარმონაქმნი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის რელიგიას იყენებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მან თავის სახელწოდებას სიტყვა „ისლამი“ დაამატა, რითიც ისლამის დიდებული სახე შებღალა″,-აღნიშნავს გიულენი და დასძენს, რომ ყველა ის, ვინც უდანაშაულო მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება საკუთარ თავს რაც არუნდა ის…

fethullah gulen 49 1dc

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის და გადატრიალების მეორედ მცდელობის შესაძლო განხორციელების შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით ფეთჰულაჰ გიულენმა განცხადება გაავრცელა. ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადება ასეთია:
″როგორც ყველა დროს მომხდარი სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლს, იმის მჯერა, რომ გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერც დაამყარებ და ვერც დაიცავ. როგორც ადრე ვთქვი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულები მე და ამ მოძრაობის წევრებს საერთაშორისო…

fethullah gulen 13 07b

ფეთჰულაჰ გიულენი – მოძრაობა ″ჰიზმეთს″ ისევ მახეს უგებენ

თურქეთში ბოლო დღეებში პროსახელისუფლებო მედიის მიერ მუდმივად პოლიტიკოსებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გაშუქება ძაალიან შემაშფოთებელია. ამის შესახებ განცხადება ფეთჰულაჰ გიულენმა გააკეთა.
ფეთჰულაჰ გიულენმა, ქვეყანაში ბოლო დღეებში ″ისლამური სახელმწიფოს″ (ISIS) და  ″ქურთისტანის მუშათა პარტიის″ (PKK) მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ხსენებასთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
″ბოლო დროს სახელმწიფო მოხელეების და ოპოზიციის ლიდერების მკვლელობებთან დაკავშირებით ცილისწამებლური განცხადებები გახშირდა….

zekeriya mete c61

ფეთჰულაჰ გიულენი: შესაძლოა სხვა მკვლელობებიც მოხდეს და მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერონ

ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი კიდევ ერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა სხვა მკვლელობებსაც მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერს.
თურქეთში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ამერიკულ სააგენტო Associated Press-ისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში გიულენი ამბობს, რომ ″მსოფლიოს ასეთი ბრალდებების სინამდვილეში დარწმუნებას ვერ შეძლებენ″.
ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უარყო. 1999…

fethullah gulen nuriye akman roportaji7 0ef

ფეთჰულაჰ გიულენი: ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის პოლიციის ოფიცრის მიერ მოკვლის შემდეგ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ფეთჰულაჰ გიულენმა გააკრიტიკა. ფეთჰულაჰ გიულენი ადვოკატების მეშვეობით მეორედ გაკეთებულ განცხადებაში ტერორისტულ აქტს ″შემზარავი და ვერაგული მკვლელობა″ უწოდა და კარლოვის მკვლელობა კიდევ ერთხელ დაგმო.
ფეთჰულაჰ გიულენის განცხადებით, ეს თავდასხმა, ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზნით განხორციელებული ტერორისტული აქტია.
“ამ საშინელი და ვერაგული ტერორისტული აქტის შემდეგ…

fethullah gulen hocaefendinin le monde makalesi 99d

ფეთჰულაჰ გიულენი: “ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები თუ დამტკიცდება, მზად ვარ თურქეთში დავბრუნდე“

მიმდინარე წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების სახით ადგილი ჰქონდა მის უახლოეს ისტორიაში უდიდეს ტრაგედიას, როდესაც ქვეყანა დადგა სრული კატასტროფის წინაშე. 15 ივლისის ღამეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს უდიდესი ტერორისტული თავდასხმა თურქეთის სახელმწიფოებრიობაზე. თურქული საზოგადოება, რომელიც მიიჩნევდა, რომ მის ისტორიაში სამხედრო გადატრიალებები უკვე წარსულს ჩაბარდა, საზოგადოების თითოეული ფენით მტკიცედ დადგა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ რითიც მსოფლიოს…

fethullah gulen 75 5ea

ფეთჰულაჰ გიულენმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

ფეთჰულაჰ გიულენმა გადატრიალების მცდელობა მკაცრად დაგმო. გიულენმა, გასულ ღამეს, თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გიულენის განცხადებით, მთავრობები ძალის გამოყენებით კი არა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. ″ამ სამხედრო გადატრიალებას მკაცრად ვგმობ.″-განაცხადა მან.
ნიუ-იორკში დაფუძნებულ საერთო ღირებულებების ასოციაციის( afsv) მიერ გამოქვეყნებული წერილი ასეთია:
″თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ძალიან მკაცრად ვგმობ. მთავრობები, არა ძალით, არამედ…

fethullah gulen hocaefendi financial times a yazdi 394

ფეთჰულაჰ გიულენი Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს

ფეთჰულა გიულენი ამერიკულ გაზეთ The Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის აშშ-ში ჩასვლის დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში, გიულენი თურქეთში მიმდინარე მოვლენებს აანალიზებს.
გიულენის თქმით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უდანაშაულო ადამიანებს სისტემატურად დევნის, აპატიმრებს, აკავებს, სამსახურიდან ათავისუფლებს.
“დღემდე მხოლოდ ჩემთან ასოცირებული ″მოძრაობა ჰიზმეთის″ მიმდევრების გარდა, რომლებსაც მსოფლიო მშვიდობის მეტი არანაირი მიზანი…

Send Us A Message