შედარებითი მიდგომა ისლამისა და დემოკრატიისადმი

Home » Georgian (ქართულად) » ფეთჰულაჰ გიულენი: მწერალი - ინტელექტუალი - მოაზროვ » შედარებითი მიდგომა ისლამისა და დემოკრატიისადმი

რელიგია, განსაკუთრებით კი ისლამი, ბოლო წლების განმავლობაში გახდა მსჯელობის ყველაზე რთული საგანი. თანამედროვე კულტურა მას უახლოვდებოდა ან ანთროპოლოგიის, ან თეოლოგიისა და ფსიქოლოგიის, ან ფსიქოანალიზის თვალსაზრისით და აფასებდა მას ემპირიული მეთოდებით.

ერთის მხრივ, რელიგია არის მოვლენა, რომელსაც ადამიანი შინაგანად გრძნობს და განიცდის, რომელსაც აქვს ურთიერთობა მისი ცხოვრების რეგულარულ და შეუცვლელ ასპექტებთან, მაგრამ მეორეს მხრივ, ზოგიერთ მორწმუნეს რელიგია შეუძლია განიხილოს, როგორც ფილოსოფია, რაციონალური პრინციპების კრებული ან უბრალოდ მისტიციზმი. 

თუ ჩვენ გვინდა ზუსტად გავაანალიზოთ რელიგია, დემოკრატია, ფილოსოფია ან რომელიმე სხვა სისტემა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ადამიანის ბუნებასა და ადამიანურ ცხოვრებაზე. ამ თვალსაზრისით, საერთოდ, რელიგია, კერძოდ კი ისლამი ერთნაირი მიდგომით არ შეიძლება შევადაროთ დემოკრატიას ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ სისტემებს. რელიგია ყურადღებას ამახვილებს ცხოვრებისა და ყოფის არადამატებით და უცვლელ ასპექტებზე, იმ დროს როცა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ სისტემებს ჩვენი ცხოვრების მხოლოდ განსაზღვრული და მუდამ ცვალებადი საზოგადოებრივი ასპექტები აღელვებს.

ცხოვრებისეული ასპექტები, რომლებიც უმთავრესად აინტერესებს რელიგიას, ისევე აქტუალური და ფასეულია, როგორც კაცობრიობის ჩასახვის პერიოდში და ასეთად დარჩება მომავალშიც. მატერიალური სისტემები კი იცვლება მდგომარეობასთან დაკავშირებით და ამიტომ შეიძლება იყოს შეფასებული მათი არსებობის საწყისი დროიდან. რწმენა ღვრთისა, იმქვეყნიური ცხოვრება, წმინდა შუამავლები, საღვთო წიგნები, ანგელოზები და ისლამის ფუძემდებლური პრინციპები, რომელთაც, ასევე ეწოდებათ „ისლამის ტაეპები”, არ ექვემდებარება ჟამთა ცვლას, ისევე, როგორც ღვთის თაყვანისცემისა და ზნეობის უნივერსალური და უცვლელი პრინციპები არანაირ კავშირში არ არიან მიწიერ ცხოვრებასთან.

ისლამის მთავარი მიზანი და მისი ჭეშმარიტება გავლენას ახდენს კანონებზე, რომლებიც მართავენ ჩვენი ცხოვრების მუდამ ცვალებად მხარეებს. ისლამი არ გვთავაზობს მმართველობის უცვლელ ფორმას და ცდილობს ფორმირება გაუკეთოს მას.

დემოკრატიული იდეები უძველესი დროიდან მომდინარეობს. თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია ჩაისახა ამერიკისა (1776 წ) და საფრანგეთის (1789-1799 წ) რევოლუციების მსვლელობისას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხი საკუთარ თავს თავისით მართავს. ამ პოლიტიკურ სისტემაში, პიროვნებას საზოგადოებაში გააჩნია უპირატესობა, განსაზღვროს თუ როგორ განვლოს ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს ინდივიდუალიზმი არ არის აბსოლუტური. ხალხი აღწევს საზოგადოებაში ცხოვრების საუკეთესო პირობებს. ეს კი მოითხოვს მათგან შესაბამის ალღოს და საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას საზოგადოებრივი კრიტერიუმების შესაბამისად.

ისლამი მხარს უჭერს შემდეგ პრინციპებს:

  • ძალა ჭეშმარიტებაშია, ისლამი უარყოფს ფართოდ გავრცელებულ იდეას იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტება ძალის მხარეზეა.
  • სამართლიანობა და კანონი – სასიცოცხლო მნიშვნელობის მცნებებია.
  • აღმსარებლობის თავისუფლება და სიცოცხლის უფლება, ინდივიდუალური საკუთრება და აგრეთვე ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი, არ შეიძლება იყოს დარღვეული.
  • საიდუმლოების გარანტია და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
  • უდანაშაულობის პრეზუმპცია. არავინ არ შეიძლება იქნას დადანაშაულებული მტკიცებულების გარეშე ან სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის დასჯილი.
  • სისტემაში აღმასრულებელი ხელისუფლების კოლეგიალობა.

•ისლამი თვლის, რომ საზოგადოება გონივრული ინდივიდებისაგან შედგება, რომელთაც არჩევანის თავისუფლება და არამარტო პირადი გრძნობა აქვთ, არამედ პასუხისმგებელნი არიან გარშემომყოფთა წინაშე. უფრო მეტიც, ისლამი წინ დგამს ნაბიჯებს, რასაც ემატება ასპექტი. ის კაცობრიობას განიხილავს, როგორც ისტორიის „ძრავას” XIX საუკუნის ზოგიერთ დასავლურ ფილოსოფიურ, ფატალისტურ და სხვა მიმდინარეობათა საწინააღმდეგოდ, მაგალითად, როგორიცაა დიალექტიკური მატერიალიზმი. ისევე, როგორც ინდივიდების თავისუფალი ნება და ქცევა განსაზღვრავს მათი ცხოვრების შედეგს და უმკვიდრებს ადგილს იმქვეყნად. ასევე, საზოგადოების პროგრესი ან რეგრესი განისაზღვრება ამ საზოგადოების წევრთა ნებით, მსოფლმხედველობისა და ცხოვრების ნირით. წმინდა ყურანში ნათქვამია: „ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ცვლის იმას, რაც ადამიანებს სჭირთ” (13:11). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ყოველი საზოგადოება მართავს თავის ბედს. წმინდა მუჰამმედ შუამავლის შემდეგ გამონათქვამში ეს კიდევ ერთხელაა ხაზგასმული: „თქვენ იქნებით მართული ისე, როგორც ამას იმსახურებთ”. აი, ეს არის დემოკრატიის სული და საფუძველი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ისლამის პრინციპებს. რადგან ისლამი თავად ინდივიდებსა და საზოგადოებას თვლის საკუთარი ბედის პასუხისმგებლად, ხალხი თვითონ უნდა იყოს პასუხისმგებელი იმისა, თუ, როგორ მართავენ მათ. ყურანი საზოგადოებას შემდეგნაირად მიმართავს: „ო, ხალხნო!”, და ”ო მორწმუნენო!”. ვალდებულებები, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიულ ძალებს აკისრიათ, იგივე ვალდებულებებია, რომლებსაც ისლამი საზოგადოებას წარუდგენს. ახდენს მათ კლასიფიცირებას, როგორც „აბსოლუტურად აუცილებელს, შედარებით აუცილებელს და რეკომენდირებულს შესასრულებლად”.

ადამიანები ურთიერთთანამშრომლობენ, ასრულებენ ვალდებულებებს, ქმნიან დაწესებულებებს, რომლებიც აუცილებელია ამ ვალდებულებების შესასრულებლად, მთავრობა კი აერთიანებს ამ დაწესებულებებს. აქედან გამომდინარე, ისლამი გვთავაზობს საზოგადოებრივ ურთიერთშეთანხმებაზე დაფუძვნებულ მთავრობას. ხალხი ირჩევს მთავრობას და აფუძნებს სახელმწიფო ორგანოს, რომელიც განიხილავს საზოგადოებრივ პრობლემებს და საკითხებს. საზოგადოება, ასევე მონაწილეობს ადმინისტრაციის შემოწმებაში და მის მუშაობაში. მთავრობის ფუნქციონირების ზემოხსენებული პრინციპები, მათში არსებული თავისუფალი არჩევნები, განსაკუთრებულად ზედმიწევნით დაცული იყო პირველი ოთხი ხალიფას მმართველობის დროს (632-661 წ). მეოთხე ხალიფა – ალის სიკვდილის შემდეგ, მსოფლიოში შექმნილი ვითარებითა და შინაგანი კონფლიქტების გამო, იმ დროის პოლიტიკური სისტემა ტრანსფორმირებული იყო სასულთნოებში. ხალიფატისგან განსხვავებით ძალაუფლება სასულთნოების დროს მემკვიდრეობით გადაეცა ერთი ოჯახის წევრებს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი არჩევნები აღარ ტარდებოდა, სხვა დანარჩენი პრინციპები, რომლებიც ახლა წარმოადგენენ თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის ფუძეს, იმ დროისთვის დაცული იყო.

ისლამი – ეს არის გამაერთიანებელი რელიგია. ის დაფუძნებულია მხოლოდ ერთი ღმერთის რწმენაზე, რომელიც არის მთელი სამყაროს შემქმნელი, ბატონი, დამცველი და მმართველი. ისლამი მთელი სამყაროს რელიგიაა. ეს ნიშნავს, რომ სამყარო ექვემდებარება კანონებს, რომლებიც დადგენილია ღვთის მიერ. ამ თვალსაზრისით, სამყაროში მყოფი ყველა ადამიანი მიჩნეულია „მუსლიმანად”, ემსახურება ღმერთს და ემორჩილება მის კანონებს. ის ადამიანიც კი, ვინც უარს აცხადებს ღმერთის რწმენაზე ან სხვა რელიგიის მიმდევარია ნებით თუ უნებლიეთ, მიჩნეულია მუსლიმანად, რამეთუ მისი სხეული – შექმნილი სამყაროს ნაწილია. მთელი ცხოვრება, ემბრიონის სტადიიდან სხეულის ფერფლადქცევამდე, სიკვდილის შემდეგაც ყოველი ნაწილი, ყოველი კუნთი მისი სხეულისა მიჰყვება ღმერთის მიერ მათთვის ნაბოძებ კურსს. ღმერთი, ბუნება, კაცობრიობა, როგორც ვხედავთ, ისლამში არ არის განცალკევებული ერთმანეთისაგან და არ არის ერთმანეთისათვის უცხო. ღმერთი ავლენს საკუთარ თავს ბუნებასა და კაცობრიობაში. ადამიანი და კაცობრიობა – ეს ორი წიგნია, რომელთა თითოეულ ასო-ბგერაშიც კი ღმერთი გვესახება. ამას კაცობრიობა მიჰყავს იმ აზრამდე, რომ, როგორც ის თვითონ, ასევე ყველაფერი, ეკუთვნის ღმერთს და ამიტომ არაფერია მისთვის უცნობი ამ სამყაროში. ამ თვალსაზრისით ღვთიური სიმპათია, სიყვარული და დახმარება არ შემოიფარგლება განსაზღვრული რასით და ეთნიკური ნიშნით. წმინდა მუჰამმედ შუამავალმა ეს შემდეგ მიმართვაში გადმოსცა: „ღვთის მონებო, იყავით ძმები და დები”.

ისლამური სოციალური სისტემა ისწრაფვის შექმნას კეთილი საზოგადოება და ამით მიიღოს უზენაესის თანხმობა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძვლად მიიჩნევს სამართალს და არა ძალასა და მტრობას. ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული რწმენაზე, სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთდახმარებაზე და არა კონფლიქტებსა და პირად ინტერესებზე. სოციალური თვითშეგნება აღვიძებს ხალხში მიზნად დაისახონ მაღალი იდეალებით ცხოვრება, ილტვოდნენ სრულყოფისაკენ და არა იმას, რომ უბრალოდ მისდიონ თავიანთ ვიწრო ინტერესებს და აისრულონ თავიანთი სურვილები. უფლება ითვალისწინებს ერთიანობას, სიკეთე უზრუნველყოფს ურთიერთმხარდაჭერას და სოლიდარობას, რწმენა კი – ხალხთა შორის ძმური დამოკიდებულების გარანტიაა. ჩვენი სულების წაქეზებას სრულყოფისაკენ ბედნიერება მოაქვს, როგორც სააქაოში, ისე იმ ქვეყნად.

დროთა განმავლობაში დემოკრატია ვითარდებოდა. მან მრავალი ეტაპი განვლო, მომავალშიც გაგრძელდება მისი სრულყოფა და გაუმჯობესება. თავისი განვითარების გზაზე დემოკრატია გახდება უფრო ჰუმანური და სამართლიანი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება სიკეთესა და ჭეშმარიტებაზე. თუ დემოკრატია დაიწყებს ხალხის, როგორც მთლიანობის განხილვას, არ აარიდებს თავს მათი არსებობის მორალურ მხარეს და სულიერ მოთხოვნებს, არ დაივიწყებს, რომ ადამიანის ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ მატერიალური სამყაროთი და, რომ ადამიანები ისწრაფვიან მარადისობისაკენ, მაშინ მას შეუძლია სრულყოფის პიკს მიაღწიოს და კაცობრიობას მეტი ბედნიერება მიანიჭოს. ისლამური თანასწორობის, მოთმინების და სამართლიანობის პრინციპებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ამის განხორციელებაში(წწწ.ფ.გულენ.გე).

Share:

More Posts

fethullah gulen le monde d39

ფეთჰულა გიულენი: თურქეთის დემოკრატია რატომ დარჩა წარუმატებელი?

ფეთჰულა გიულენი ფრანგულ გაზეთ  Le Monde-ში სტატიას აქვეყნებს. როგორც გიულენი სტატიაში აღნიშნავს, “თურქეთის დემოკრატია წარუმატებელი დარჩა არა იმიტომ, რომ მიყვებოდა ისლამის ღირებულებებს, არამედ იმიტომ რომ მან უღალატა ამ ფასეულობებს.”
25 თებერვალს გაზეთ  Le Monde-ში გამოქვეყნებული სტატია, შემდეგია:
“2000-იანი წლების დასაწყისში, მუსულმანური ქვეყანის, თურქეთის მიერ დემოკრატიის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. 2002 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა მმართველმა პარტიამ,…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთჰულაჰ გიულენი 15 ივლისის მოვლენების შესახებ სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში: ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″

″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″,-ამის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა 15 ივლისის მოვლენების შესახებ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის″ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შვედეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრმა″ (Stockholm Center for Freedom) გასულ წელს განხორციელებული საეჭვო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ვრცელი და სენსაციური ანგარიში გამოაქვეყნა. 191 გვერდიანი ანგარიშის მომზადებისას ფეთჰულაჰ გიულენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა, სათაურით -″15 ივლისი:…

fethullah gulen elestiriye kapali mi f6c

ფეთჰულაჰ გიულენი Politico-ში სტატიას აქვეყნებს

ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გამოცემა Politico-ში სტატიას აქვეყნებს.
″ეს დაჯგუფება, რასაც არ უნდა უწოდებდეს თავის თავს, სწორედ თავადაა ის ანომალიური წარმონაქმნი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის რელიგიას იყენებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მან თავის სახელწოდებას სიტყვა „ისლამი“ დაამატა, რითიც ისლამის დიდებული სახე შებღალა″,-აღნიშნავს გიულენი და დასძენს, რომ ყველა ის, ვინც უდანაშაულო მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება საკუთარ თავს რაც არუნდა ის…

fethullah gulen 49 1dc

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის და გადატრიალების მეორედ მცდელობის შესაძლო განხორციელების შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით ფეთჰულაჰ გიულენმა განცხადება გაავრცელა. ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადება ასეთია:
″როგორც ყველა დროს მომხდარი სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლს, იმის მჯერა, რომ გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერც დაამყარებ და ვერც დაიცავ. როგორც ადრე ვთქვი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულები მე და ამ მოძრაობის წევრებს საერთაშორისო…

fethullah gulen 13 07b

ფეთჰულაჰ გიულენი – მოძრაობა ″ჰიზმეთს″ ისევ მახეს უგებენ

თურქეთში ბოლო დღეებში პროსახელისუფლებო მედიის მიერ მუდმივად პოლიტიკოსებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გაშუქება ძაალიან შემაშფოთებელია. ამის შესახებ განცხადება ფეთჰულაჰ გიულენმა გააკეთა.
ფეთჰულაჰ გიულენმა, ქვეყანაში ბოლო დღეებში ″ისლამური სახელმწიფოს″ (ISIS) და  ″ქურთისტანის მუშათა პარტიის″ (PKK) მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ხსენებასთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
″ბოლო დროს სახელმწიფო მოხელეების და ოპოზიციის ლიდერების მკვლელობებთან დაკავშირებით ცილისწამებლური განცხადებები გახშირდა….

zekeriya mete c61

ფეთჰულაჰ გიულენი: შესაძლოა სხვა მკვლელობებიც მოხდეს და მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერონ

ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი კიდევ ერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა სხვა მკვლელობებსაც მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერს.
თურქეთში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ამერიკულ სააგენტო Associated Press-ისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში გიულენი ამბობს, რომ ″მსოფლიოს ასეთი ბრალდებების სინამდვილეში დარწმუნებას ვერ შეძლებენ″.
ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უარყო. 1999…

fethullah gulen nuriye akman roportaji7 0ef

ფეთჰულაჰ გიულენი: ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის პოლიციის ოფიცრის მიერ მოკვლის შემდეგ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ფეთჰულაჰ გიულენმა გააკრიტიკა. ფეთჰულაჰ გიულენი ადვოკატების მეშვეობით მეორედ გაკეთებულ განცხადებაში ტერორისტულ აქტს ″შემზარავი და ვერაგული მკვლელობა″ უწოდა და კარლოვის მკვლელობა კიდევ ერთხელ დაგმო.
ფეთჰულაჰ გიულენის განცხადებით, ეს თავდასხმა, ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზნით განხორციელებული ტერორისტული აქტია.
“ამ საშინელი და ვერაგული ტერორისტული აქტის შემდეგ…

fethullah gulen hocaefendinin le monde makalesi 99d

ფეთჰულაჰ გიულენი: “ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები თუ დამტკიცდება, მზად ვარ თურქეთში დავბრუნდე“

მიმდინარე წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების სახით ადგილი ჰქონდა მის უახლოეს ისტორიაში უდიდეს ტრაგედიას, როდესაც ქვეყანა დადგა სრული კატასტროფის წინაშე. 15 ივლისის ღამეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს უდიდესი ტერორისტული თავდასხმა თურქეთის სახელმწიფოებრიობაზე. თურქული საზოგადოება, რომელიც მიიჩნევდა, რომ მის ისტორიაში სამხედრო გადატრიალებები უკვე წარსულს ჩაბარდა, საზოგადოების თითოეული ფენით მტკიცედ დადგა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ რითიც მსოფლიოს…

fethullah gulen 75 5ea

ფეთჰულაჰ გიულენმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

ფეთჰულაჰ გიულენმა გადატრიალების მცდელობა მკაცრად დაგმო. გიულენმა, გასულ ღამეს, თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გიულენის განცხადებით, მთავრობები ძალის გამოყენებით კი არა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. ″ამ სამხედრო გადატრიალებას მკაცრად ვგმობ.″-განაცხადა მან.
ნიუ-იორკში დაფუძნებულ საერთო ღირებულებების ასოციაციის( afsv) მიერ გამოქვეყნებული წერილი ასეთია:
″თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ძალიან მკაცრად ვგმობ. მთავრობები, არა ძალით, არამედ…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთულაჰ გიულენი – სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ.
შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის…

Send Us A Message