ჭეშმარიტი მუსლიმანი ტერორისტი ვერ იქნება

Home » Georgian (ქართულად) » ფეთჰულაჰ გიულენი: მწერალი - ინტელექტუალი - მოაზროვ » ჭეშმარიტი მუსლიმანი ტერორისტი ვერ იქნება

მსოფლიოში ეს პრინციპები იმდენად ჩვეულია მუსლიმანთა ცხოვრებაში, რომ როდესაც ის დგება ნამაზის შესასრულებლად, საერთოდ ეთიშება გარე სამყაროს.

დაიჩოქებს, პირქვე დაემხობა უზენაესის წინაშე, შემდეგ ადგება და ხელებს შეაერთებს თავყვანისცემის ნიშნად. როცა ნამაზი მთავრდება მუსლიმანთათვის თითქოს ახალი ცხოვრება იწყება. ნამაზს მისალმებით ამთავრებს ის, ვინც მის მარჯვნივ და მარცხვნივ დგას, უსურვებს მათ ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და მშვიდობას. შემდეგ მიდის და უერთდება სხვა ადამიანებს.

სხვებზე მისალმება და მშვიდობის სურვილი – ეს ყველაზე კეთილშობილური საქციელია, რომელიც სრულდება ისლამში. ნამდვილად, როდესაც ალლაჰის წმინდა შუამავალ მუჰამმედს ჰკითხეს – „რომელი საქციელია ისლამში ყველაზე მეტად კეთილშობილური? მან უპასუხა: „მისცე საზრდო სხვას და ყველას მიესალმო”.

ისლამი სიტყვა-სიტყვით „მორჩილებას”, უფლის მონობას ნიშნავს. ისლამი შერიგებისა და უსაფრთხოების რელიგიაა. მეტისმეტად საეჭვოა, რომ ისლამი, რომელიც დაფუძვნებულია ზემოჩამოთვლილ პრინციპებზე, ზოგიერთის მხრიდან განიხილება, როგორც ტერორიზმის სინონიმი. ეს უდიდესი ისტორიული შეცდომაა, ვინაიდან რწმენა, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპებზე. არ შეიძლება ასოცირდებოდეს ტერორიზმთან, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ ამ ხალხმა არაფერი არ იცის ისლამის სულის შესახებ და არ შესწევთ უნარი მთელი გულით შეიგრძნონ იგი. ადამიანებმა ისლამი უნდა განიხილონ მისი პირველწყაროებისა და ჭეშმარიტი მორწმუნეების პრიზმაში, რომლებიც წარმოადგენენ ამ რელიგიას მთელი ისტორიის მანძილზე და არ იხელმძღვანელონ უმნიშვნელო უმცირესობის ქმედებებით, რომელიც ასახავს ამ რელიგიას მრუდე კუთხით. ჭეშმარიტებაა ის, რომ ისლამში არ არის სისასტიკე, ფანატიზმი და მოუთმენლობა. ეს რელიგია მთლიანად დაფუძნებულია მოთმინებასა და მიტევებაზე. სიყვარულის და მოთმინების ისეთი ბურჯები, როგორიც იყვნენ: მავლანა, იუნუს ემრე, ახმედ იასავი, ბადიუზამანი და სხვა მათი მსგავსნი, მშვენივრად ასახავდნენ ისლამის ამ ასპექტს და იქცნენ სიყვარულისა და მოთმინების რეალურ განსახიერებად.

დიახ, მუჰამმედ შუამავალი სიყვარულით სავსე ადამიანია, ის აგრეთვე ცნობილია „ჰაბიბულლაჰის” სახელით. სიტყვა „ჰაბიბ” რაც ნიშნავს „ვისაც ალლაჰი უყვარს და ვინც ალლაჰს უყვარს”! სუფიები: იმამი რაბბანი, მავლანა ჰალიდი და შაჰ ველიულაჰ დეჰლევი, ამბობენ, რომ „ღვთისმსახურების უმაღლესი საფეხური არის ალლაჰის სიყვარული”.

ღმერთმა შექმნა სამყარო სიყვარულისაგან, ისლამმა კი ფაქიზი მაქმანი შემოაქსოვა ამ სიყვარულს, როგორც სუფიმ თქვა: „სიყვარული არის სამყაროს არსებობის აზრი. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ისლამში არის ძალადობის ელემენტები – თავშეკავებული მტრობის, დანაშაულებრივი და საომარი მოქმედების სახელით, მაგრამ ზოგი ნაწილი ადამიანებისა ითვისებს ამ ელემენტებს არა, როგორც მეორეხარისხოვანს, არამედ, როგორც ისლამის ფუძეს, ამ დროს კი ისლამი მსოფლიო რელიგიაა. ისლამის თანახმად, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყოველივე, რაც შექმნილია ალლაჰის სახელით (დიდება მას). სიძულვილითა და მტრობით ჩვენ უნდა გავექცეთ უწმინდურ, ამორალურ აზრებს, გრძნობებს და მკრეხელობას. უფალმა შექმნა ადამიანი კეთილად და, შეიძლება ითქვას, მას ეს თვისება, ამა თუ იმ ხარისხით ყოველთვის ექნება ნაბოძები. ერთხელ გზად მიმავალმა ალლაჰის წმინდა შუამავალმა ებრაელის დაკრძალვას შეესწრო. გაჩერდა და თანაგრძნობა გამოუხატა მათ. როდესაც მას შეახსენეს, რომ მიცვალებული სხვა რწმენის იყო, მან უპასუხა: „მაგრამ, ის ხომ ადამიანი იყო”. ამით ხაზი გაუსვა იმ ფასეულობას, რომელსაც ისლამი მატებს კაცობრიობას. ასეთი პატივისცემის ფორმა აქვს წმინდა შუამავალს ხალხის მიმართ.

ის, რაც ზოგიერთი მუსლიმანისა და მუსლიმანური ორგანიზაციების მცდარი გაგების უკან დგას, კერძოდ, ის, რომ ისლამი, როგორც რელიგია ჩართულია ტერორისტულ აქტებში (რომლებიც მთელ მსოფლიოში ხდება), ამის მიზეზი უნდა ვეძიოთ არა ისლამში, არამედ თვით ხალხში, მათ არასწორ განმარტებებში რელიგიის სწავლებასთან და სხვა დანარჩენ ფაქტორებთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ისლამი არ გვევლინება ტერორიზმის რელიგიად, ასევე ყოველი მუსლიმანი, რომელიც სწორად ითვისებს ისლამს, არ შეიძლება იყოს ტერორისტი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ზოგიერთი გამონაკლისები, ისლამის განმარტება თურქების მიერ მეტად პოზიტიურია.

ჩვენ, რომ შეგვეძლოს, გაგვევრცელებინა ისლამის გაგება რწმენის ისეთი საყრდენით, როგორც ეს გააკეთეს მავლანა და იუნუს ემრემ მთელს მსოფლიოში, ჩვენ რომ შეგვეძლოს მათი სიყვარულის გადმოცემა, მათი დიალოგისა და მოთმინების შესაძლებლობა, მაშინ მთელი მსოფლიოს ადამიანები სირბილით გაიქცეოდნენ და გულში ჩაიხუტებდნენ ამ სიყვარულს, მშვიდობას და მოთმინებას, რომელსაც ჩვენ განვახორციელებდით.

მოთმინება ისლამში ისეთი ფართოა, რომ შუამავალმა აკრძალა იმაზე საუბარი, რაც სხვებს გულს ატკენს, მაგრამ, მიუხედავად, მუჰამმედის თავგანწირული მცდელობისა აბუ ჯაჰილმა ვერ შეძლო გამხდარიყო მუსლიმანი და მოკვდა უბედურ ადამიანად. სახელი „ჯაჰლ”- სიტყვა სიტყვით ნიშნავს უმეცრებას. ეს ბნელი და ტლანქი ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება იყო წმინდა შუამავლის მტერი. ამავდროულად, წმინდა შუამავლის დამოკიდებულება მის მიმართ გახდა მუსლიმანის დისციპლინარული პრინციპი. მალევე, მექის დაპყრობის შემდეგ აბუ ჯაჰლის ვაჟი, რომელიც მუსლიმანი იყო, თათბირზე მამის წინააღმდეგ გამოვიდა. ამიტომ შუამავალმა მას შენიშვნა მისცა. შემდგომ ჰადისში წმინდა შუამავალმა თქვა: „დიდ ცოდვად ითვლება დედისა და მამის გაკიცხვა“. მას ჰკითხეს „რა იქნება თუკი ადამიანი კიცხავს თავისი ცოლის ან ქმრის მშობლებს.“? რაზედაც მან უპასუხა, რომ ის ამით შესაძლებელს ხდის, რომ სხვამ გაუკიცხოს მშობლები და თვითონ ხდება დამნაშავე ყოველივესი.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ წმინდა შუამავალი ყოველთვის გამოხატავდა პატივისცემას სხვების მიმართ, მაშინ გარემოება, რომ დღეს სხვებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში ადამიანები თავიანთი რელიგიის საპატიო მიზეზად თვლიან, ნიშნავს, რომ ისინი არასწორად უგებენ წმინდა შუამავალს, იმიტომ რომ ისლამში არ არის სიძულვილისა და მტრობის ადგილი.

როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ყურანს, ვხედავთ რომ ის მთლიანად დაფუძვნებულია საყოველთაო მიტევებასა და მოთმინებაზე. სურაში „იმრანის ოჯახობა” ყურანის შესახებ ნათქვამია: „(იმათთვის) რომელნიც მოწყალეობენ სიუხვეშიც და სიდუხჭირეშიც, რომელნიც მრისხანებას იოკებენ და ადამიანებს მიუტევებენ, რადგან ალლაჰს სიკეთის მქმნელნი უყვარს.“ (3:134). ნება მომეცით აგიხსნათ ამ სიტყვების მნვშვნელობა. ვთქვათ, თქვენ წააწყდით გარემოებას, რომლისგანაც აგიდუღდათ სისხლი. მაგ: თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენეს ან გაწყენინეს, თქვენ იმდენად მშვიდად უნდა წარმოადგინოთ თქვენი თავი, რამდენადაც ეს შესაძლებელია და არაფერი არ მოიმოქმედოთ საპასუხოდ. ყურანი გვასწავლის, როგორ იქცევიან მაღალი ზნეობის ადამიანები, მაშინაც კი როცა გვინდა სხვას თავს დავესხათ. „ისინი იმდენად სულგრძელნი არიან, რომ როცა ხვდებიან სიტუაციებს, რომლებსაც ისინი ჭკუიდან გადაჰყავთ, ისე ჩაყლაპავენ წყრომას, როგორც ეკალს და სხვა ნაკლოვანებებს უჩინარ მზერას მიაპყრობენ”. არაბული სიტყვები ამ აიათში მრავალმნიშვნელოვანია. მაგ: სიტყვა „ქაზმი” ნიშნავს გადაყლაპო ის, რაც არ შეიძლება რომ ჩაყლაპო. ამავე დროს კი „ქაზიმ”-ი ნიშნავს ვიღაცას, ვინც ჩაყლაპავს თავის რისხვას.

სხვა სურაში ალლაჰი (დიდებას) ეუბნება მუსლიმანებს: „ვინც ინანიებს და აკეთებს სიკეთეს, ის გულწრფელად ალლაჰისკენაა მიმართული” (წმ. ყურანი 25-71).

როდესაც ჩვენ ვაკვირდებით წმინდა შუამავლის ღირსეულ ცნობიერებას, ვხედავთ, რომ მან პრაქტიკულად განახორციელა ის, რასაც ყურანი გვასწავლის. მაგ: ის, ვინც მოვიდა და აღიარა თავისი ცდუნებები მუდარით, განიწმინდა მისი სული ცოდვებისაგან, რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო მასზე სასჯელი, შუამავალმა თქვა: „წადი სახლში და მოინანიე”, არა არს ცოდვა, რომელსაც უფალი არ პატიობს”. შემდეგი ჰადისი მოგვითხრობს, თუ როგორ დაადანაშაულა ერთმა ადამიანმა მეორე ქურდობაში, შუამავალის წინაშე, მაგრამ, როდესაც სასჯელი უნდა გამოეტანათ დამნაშავისათვის ერთი მათგანი მიუბრუნდა ქურდს და აპატია, ამაზე შუამავალმა თქვა: „რატომ თავიდანვე არ აპატიე მას”.

ამრიგად, განვიხილეთ რა ყოველივე წვრილმანი, რომლებიც აღებული იყო ორიგინალური წყაროებიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ხალხის ქცევის მანერა, რომლებიც სხვებს მტრულად და სიძულვილით მიმართავენ, ვისი რისხვაც კიდევ უფრო ულმობელი ხდება მუსლიმანების, ქრისტიანების, ებრაელების და ყველას მიმართ, გარდა თავისი თავისა, და ვინც აძაგებს მათ ურწმუნოების სახელით, არავითარ კავშირში არ არის ისლამთან.

როგორც ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, ისლამი არის რელიგია სიყვარულისა და მოთმინებისა, მუსლიმანები კი არიან სიყვარულის დამცველნი, რომლებიც ყოველგვარი ტერორისაგან შორს არიან და, რომლებმაც განიწმინდეს თავისი სული ყოველგვარი სიძულვილისა და მტრობისაგან (წწწ.ფ.გულენ.გე).

Share:

More Posts

fethullah gulen le monde d39

ფეთჰულა გიულენი: თურქეთის დემოკრატია რატომ დარჩა წარუმატებელი?

ფეთჰულა გიულენი ფრანგულ გაზეთ  Le Monde-ში სტატიას აქვეყნებს. როგორც გიულენი სტატიაში აღნიშნავს, “თურქეთის დემოკრატია წარუმატებელი დარჩა არა იმიტომ, რომ მიყვებოდა ისლამის ღირებულებებს, არამედ იმიტომ რომ მან უღალატა ამ ფასეულობებს.”
25 თებერვალს გაზეთ  Le Monde-ში გამოქვეყნებული სტატია, შემდეგია:
“2000-იანი წლების დასაწყისში, მუსულმანური ქვეყანის, თურქეთის მიერ დემოკრატიის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. 2002 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა მმართველმა პარტიამ,…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთჰულაჰ გიულენი 15 ივლისის მოვლენების შესახებ სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში: ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″

″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″,-ამის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა 15 ივლისის მოვლენების შესახებ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის″ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შვედეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრმა″ (Stockholm Center for Freedom) გასულ წელს განხორციელებული საეჭვო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ვრცელი და სენსაციური ანგარიში გამოაქვეყნა. 191 გვერდიანი ანგარიშის მომზადებისას ფეთჰულაჰ გიულენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა, სათაურით -″15 ივლისი:…

fethullah gulen elestiriye kapali mi f6c

ფეთჰულაჰ გიულენი Politico-ში სტატიას აქვეყნებს

ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გამოცემა Politico-ში სტატიას აქვეყნებს.
″ეს დაჯგუფება, რასაც არ უნდა უწოდებდეს თავის თავს, სწორედ თავადაა ის ანომალიური წარმონაქმნი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის რელიგიას იყენებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მან თავის სახელწოდებას სიტყვა „ისლამი“ დაამატა, რითიც ისლამის დიდებული სახე შებღალა″,-აღნიშნავს გიულენი და დასძენს, რომ ყველა ის, ვინც უდანაშაულო მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება საკუთარ თავს რაც არუნდა ის…

fethullah gulen 49 1dc

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის და გადატრიალების მეორედ მცდელობის შესაძლო განხორციელების შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით ფეთჰულაჰ გიულენმა განცხადება გაავრცელა. ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადება ასეთია:
″როგორც ყველა დროს მომხდარი სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლს, იმის მჯერა, რომ გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერც დაამყარებ და ვერც დაიცავ. როგორც ადრე ვთქვი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულები მე და ამ მოძრაობის წევრებს საერთაშორისო…

fethullah gulen 13 07b

ფეთჰულაჰ გიულენი – მოძრაობა ″ჰიზმეთს″ ისევ მახეს უგებენ

თურქეთში ბოლო დღეებში პროსახელისუფლებო მედიის მიერ მუდმივად პოლიტიკოსებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გაშუქება ძაალიან შემაშფოთებელია. ამის შესახებ განცხადება ფეთჰულაჰ გიულენმა გააკეთა.
ფეთჰულაჰ გიულენმა, ქვეყანაში ბოლო დღეებში ″ისლამური სახელმწიფოს″ (ISIS) და  ″ქურთისტანის მუშათა პარტიის″ (PKK) მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ხსენებასთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
″ბოლო დროს სახელმწიფო მოხელეების და ოპოზიციის ლიდერების მკვლელობებთან დაკავშირებით ცილისწამებლური განცხადებები გახშირდა….

zekeriya mete c61

ფეთჰულაჰ გიულენი: შესაძლოა სხვა მკვლელობებიც მოხდეს და მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერონ

ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი კიდევ ერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა სხვა მკვლელობებსაც მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერს.
თურქეთში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ამერიკულ სააგენტო Associated Press-ისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში გიულენი ამბობს, რომ ″მსოფლიოს ასეთი ბრალდებების სინამდვილეში დარწმუნებას ვერ შეძლებენ″.
ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უარყო. 1999…

fethullah gulen nuriye akman roportaji7 0ef

ფეთჰულაჰ გიულენი: ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის პოლიციის ოფიცრის მიერ მოკვლის შემდეგ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ფეთჰულაჰ გიულენმა გააკრიტიკა. ფეთჰულაჰ გიულენი ადვოკატების მეშვეობით მეორედ გაკეთებულ განცხადებაში ტერორისტულ აქტს ″შემზარავი და ვერაგული მკვლელობა″ უწოდა და კარლოვის მკვლელობა კიდევ ერთხელ დაგმო.
ფეთჰულაჰ გიულენის განცხადებით, ეს თავდასხმა, ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზნით განხორციელებული ტერორისტული აქტია.
“ამ საშინელი და ვერაგული ტერორისტული აქტის შემდეგ…

fethullah gulen hocaefendinin le monde makalesi 99d

ფეთჰულაჰ გიულენი: “ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები თუ დამტკიცდება, მზად ვარ თურქეთში დავბრუნდე“

მიმდინარე წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების სახით ადგილი ჰქონდა მის უახლოეს ისტორიაში უდიდეს ტრაგედიას, როდესაც ქვეყანა დადგა სრული კატასტროფის წინაშე. 15 ივლისის ღამეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს უდიდესი ტერორისტული თავდასხმა თურქეთის სახელმწიფოებრიობაზე. თურქული საზოგადოება, რომელიც მიიჩნევდა, რომ მის ისტორიაში სამხედრო გადატრიალებები უკვე წარსულს ჩაბარდა, საზოგადოების თითოეული ფენით მტკიცედ დადგა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ რითიც მსოფლიოს…

fethullah gulen 75 5ea

ფეთჰულაჰ გიულენმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

ფეთჰულაჰ გიულენმა გადატრიალების მცდელობა მკაცრად დაგმო. გიულენმა, გასულ ღამეს, თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გიულენის განცხადებით, მთავრობები ძალის გამოყენებით კი არა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. ″ამ სამხედრო გადატრიალებას მკაცრად ვგმობ.″-განაცხადა მან.
ნიუ-იორკში დაფუძნებულ საერთო ღირებულებების ასოციაციის( afsv) მიერ გამოქვეყნებული წერილი ასეთია:
″თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ძალიან მკაცრად ვგმობ. მთავრობები, არა ძალით, არამედ…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთულაჰ გიულენი – სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ.
შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის…

Send Us A Message