ფეთჰულაჰ გიულენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ქრონოლოგია

Home » Georgian (ქართულად) » ფეთჰულაჰ გიულენი: მწერალი - ინტელექტუალი - მოაზროვ » ფეთჰულაჰ გიულენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ქრონოლოგია

1941– ფეთჰულაჰ გიულენი დაიბადა 1941 წლის 27 აპრილს, თურქეთში, ერზრუმის ოლქის ხასანკალის რაიონის სოფელ ჰულლაჰ ქორუჯუქში.

1946 წელს შევიდა ამავე სოფლის სკოლაში.

1949 წელს მამის სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ჰულლაჰ ალვარში.

1949 წლიდან სწავლა გააგრძელა სოფელ ჰულლაჰ ალვარის სკოლაში.

1951 წელს შეისწავლა ყურანი და გახდა ჰაფიზი(ე.ი. ყურანის ზეპირად მცოდნე და პროფესიონალურად მკითხველი)

არაბულ ენას ასწავლიდა მამა რამიზ ხოჯა ეფენდი.

1961 წლის 10 ნოემბერს გაიწვიეს სამხედრო სამსახური. ჯარში მსახური დაიწყო ანკარაში, მამაკის დასახლებაში. აქვე დაასრულა ჯარის პირველი პერიოდი.

1964 წელს სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ერთი წელი ცხოვრობდა ქ. ერზურუმში. შემდეგ დაბრუნდა ქ. ედირნეში და 1964 წლის 4 ივლისიდან დაინიშნა ყურანის მასწავლებლად მეჩეთ დარულჰადისში, ამავე მეჩეთში ასრულებდა იმამის მოვალეობას (საზოგადოებრივ საწყისებზე). ფეთჰულაჰ გიულენმა ჩამოაყალიბა კერძო წრეები, სადაც ატარებდა საუბრებს რელიგიურ საკითხებზე.

1965 წლის 31 ივლისს ედირნედან გადავიდა ქ.ქილქლარელში და

დაინიშნა მქადაგებლად.

1966 წლის 11 მარტს გადავიდა იზმირში და დაინიშნა ღვთისმეტყველ-მქადაგებლად.

1968 წლის 18 თებერვალს – პირველი წავიდა ჰაჯობის მოსალოცად. მისი პედაგოგად მუშაობის პერიოდში „ქესტანეპაზარიდან” გაგზავნილ იქნა ჰაჯად, როგორც თურქეთის სასულიერო მმართველობის მაღალი თანამდებობის პირი.

1969 წლის დაიწყო შეხვედრები და საუბრები ხალხთან, ქადაგებდა თურქეთის, ეჰეისის რეგიონის სხვადასხვა ოლქებსა და რაიონებში.

1974 წლის 29 ივნისს დანიშნა მქადაგებლად ქ. მანისაში.

1974 წლის 20 სექტემბერს გარდაიცვალა მამა – რამიზ ეფენდი.

1975 წელს ჩაატარა ლექციები იზმირში, ანკარაში, ჩორუმში, მალათიეში, დიარბექრში, ქონიეში, ანტალიაში, აიდინში და სხვა ქალაქებში სხვადასხვა თემებზე: “ყურანი და მეცნიერება”, “დარვინიზმის კრიტიკა”, “ახალი თაობა”, “სოციალური სამართლიანობა”, “შუამავლობა” და სხვა.

1976 წლის 28 სექტემბერს ქ. მანისიდან გადავიდა ბორნოვში (იზმირის რაიონი), სადაც 1980 წლის 12 სექტემბრამდე დარჩა.

1977 წელს კულტის მსახურის რანგში გაემგზავრა გერმანიაში, სადაც სხვადასხვა რაიონებში გამოდიოდა სიტყვით და ატარებდა კონფერენციებს.

1977 წლის 26 აგვისტოს პირველად იქადაგა სტამბოლში. იენი ჯამეში (ემინონიუს რაიონი) წაიკითხა პირველი ქადაგება თემაზე: „მუსლიმანებში თვითჩამოყალიბების, თვითაღზრდის აუცილებლობა“

1977 წლის 9 სექტემბერს – მეორედ იქადაგა სტამბოლში, სულთან ახმედში (თურქეთის ერთ-ერთი დიდებული მეჩეთი). მსმენელებს შორის იყვნენ: იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი სულეიმან დამირული და საგარეო საქმეთა მინისტრი იჰსან საბრი ჩაგლაიანგილი.

1979 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ „სიზინთში,” რომლის პირველი ნომერი1979 წლის აპრილში გამოვიდა, სადაც დაიბეჭდა ფეთჰულაჰ გიულენის პირველი სტატია სათაურით „ახალშობილი, რომელიც შეაჩერებს ამ ტირილს.”

1980 წლის 5 სექტემბერს იქადაგა ქ. ბორნოვში და შეხვდა სამშობლოს პარტიის ლიდერს თურგუთ ოზალს.

1980 წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალებამდე, ფეთჰულაჰ გიულენმა ჩაატარა ბოლო ქადაგება, თან მეჩეთში შეხვდა თურგუთ ოზალს.

1980 წლის 25 ნოემბერს ფეთჰულაჰ გიულენი დაინიშნა ქ. ჩანაქქალეში მქადაგებლად, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

1981 წლის 20 მარტს სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში მკაცრი რეჟიმი დამყარდა. გართულებული პირობების გამო ფეთჰულლაჰ გიულენი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და შეწყვიტა ქადაგება.

1985 წელს იმოგზაურა ქვეყნის სხვდასხვა პროვინციაში.

მიუხედავად იმისა, რომ 1983 წელს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, სამხედრო გადატრიალების კვალი წაშლილი არ იყო. ამ მიზეზის გამო, ფეთჰულაჰ გიულენი ვერსად ვერ აწარმოებდა ქადაგებას, მაგრამ მოგზაურობდა თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. მოიარა ანატოლიის ბევრი ქალაქი. მოინახულა წინაპრების მიწა – ახლათი.

1986 წლის 12 იანვარს დააკავეს ქ. ბოდრუმში, ძებნილად გამოცხადებულის საბაბით, მაგრამ დაკითხვების შემდეგ გაათავისუფლეს.

1986 წლის 6 აპრილს ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ფეთჰულაჰ გიულენი პირველად ავიდა ტრიბუნაზე ქადაგების წასაკითხად. ეს მოხდა მეჩეთ ბუიუკ ჩამლიჯის გახსნის დღეს, მირაჯთან (ამაღლება) დაკავშირებით.

1986 წლის 6 ივნისს ფეთჰულაჰ გიულენის ჰაჯობაზე ყოფნის დროს მასზე გაიცა ბრძანება თურქეთიდან გაუსვლელობის შესახებ. მეგობრების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად (დარჩენილიყო მედინაში) ფეთჰულაჰ გიულენი დაბრუნდა სამშობლოში, რათა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. სირიის გავლით ჩავიდა ქ. ქილისში, საიდანაც გადავიდა იზმირში და ჩაბარდა ხელისუფლებას. იგი აღიარეს უდანაშაულოდ და გაათავისუფლეს.

1988 წლის 1 ივლისს დაიწყო წერა ჟურნალ „იენი უმითში” (ახალი იმედი). აღნიშნული ყოველკვარტალური გამოცემის პირველი ნომერი გამოვიდა 1988 წლის 1 ივლისს. პირველი ნომრის წამყვანი სტატია დაიბეჭდა სათაურით: „ახალი იმედის გულახდილ ატმოსფეროში”.

1992 წლის 5 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა თურგუთ ოზალმა აშშ-ში კლინიკა „დალის მეთოდისტში” გაიკეთა ოპერაცია. კლინიკაში პრეზიდენტი ინახულა ფეთჰულლაჰ გიულენმა.

1993 წლის 28 ივლისს ქ. იზმირში გარდაიცვალა ფეთჰულლაჰ გიულენის დედა. ქალბატონი რეფია გიულენი.

1994 წლის 29 ივლისს – ფეთჰულლაჰ გიულენმა მონაწილეობა მიიღო “მწერლთა და ჟურნალისტთა ფონდის” გახსნის ცერემონიალში, რომელიც ორგანიზებული იყო სტამბოლის “დედემან”-ში.

1994 წლის 30 ნოემბერს მოინახულა პრემიერ-მინისტრი თანსუ ჩილერი. ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან თავისი სურვილით შედგა, რომელიც ატარებდა შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან.

1995 წლის 23 იანვარი ”ინტერვიუ გაზეთებ „ხურიეტ”-თან („თავისუფლება”) და „საბახ”-თან („დილა”). ინტერვიუ ჩაატარეს ნურიე აქმანმა („საბახი”) და ერტუგრულ ოზკოკმა (”ხურიეტი”). ჟურნალისტებთან საუბარში შეეხენ ისეთ თემებს, როგორიცაა: თურქეთის თანამედროვე მდგომარეობა, შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან თანსუ ჩილერთან, ისლამი, პოლიტიკა, ქალთა უფლებები, განათლება და სხვ.

1995 წლის 11 თებერვალს მონაწილეობა მიიღო ”მწერლთა და ჟურნალისტთა ფონდის მიერ ორგანიზებულ ვახშამში, რამაზანის თვის შესახებ”. ფეთჰულაჰ გიულენმა ყველა იქ მყოფთ მიმართა ფონდის სახელით.

1995 წლის 20 მარტს ფეთჰულაჰ გიულენი ვიზიტით ეწვია მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ლიდერ ბიულენტ ეჯევიტს. ამ შეხვედრაზე, რომელმაც ეჯევიტის სიტყვების მიხედვით, ჩაიარა ძალიან შინაარსიანად, შედგა საუბარი ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა: რელიგია, მეცნიერება და ფილოსოფია.

1995 წლის 10 მაისს ფეთჰულაჰ გიულენი შეხვდა მინისტრ ჰიქმეთ ჩითინს, ყურბან-ბაირამის დღესასწაულის მეორე დღეს.

1995 წლის 9 ივნისს თანსუ ჩილერი და ფეთჰულაჰ გიულენი 1994 წლის შეხვედრის შემდეგ, მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს იზმირში. პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კერძო ლიცეუმის „იამანლარის” გამოშვების დღესასწაულში, რომლის დამთავრების შემდეგაც თ. ჩილერის და ფეთჰულლაჰ გიულენის შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა.

1995 წლის 15 ივნისს ფეთჰულაჰ გიულენმა ანკარაში მ. ილმაზთან შეხვედრის დროს დააფიქსირა თავისი აზრები ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

1995 წლის 3 ივლისს ფეთჰულაჰ გიულენმა სტამბოლში „ათეშ-ხათთის” სტუდიაში ჩაატარა ხანგრძლივი საუბარი, პროგრამის წამყვან რეჰა მუხთართან.

1995 წლის 2 აგვისტოს ფეთჰულაჰ გიულენმა მოინახულა პარლამენტის თავჯდომარე ჰუსამედდინ ჯინდორუქი თავის სამუშაო კაბინეტში.

1995 წლის 13 აგვისტოს ინტერვიუ მისცა გაზეთ „ზამან”-ს („დროება”), რომელიც შემდეგში გამოქვეყნდა წიგნის სახით.

რეპორტაჟების სერიები თერთმეტი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ფეთჰულლაჰ გიულენის ცხოვრებისა და იდეალების შესახებ, აგრეთვე განხილული იყო რელიგიის, სუფიზმის, დოგმატიზმის, ფილოსოფიის, ლიტერატურისა და პოლიტიკის საკითხები.

1995 წლის 20 აგვისტო ინტერვიუ გაზეთ „ჯუმჰურიეთთან” („რესპუბლიკა”). ამ რეპორტაჟში, რომელიც იბეჭდებოდა 7 დღის განმავლობაში, მან პასუხი გასცა კითხვებს, რომლებიც ეხებოდა რესპუბლიკის, სეკულარიზმის შარიათის, განათლების, დემოკრატიის და ქალთა თემებს.

1995 წლის 19 სექტემბერს დაესწრო ბოსნიელი ბავშვების სასარგებლოდ ჟურნალისტთა და მწერლთა ფონდის მიერ ორგანიზებულ ფეხბურთის მატჩს, რომელიც ჩატარდა ლოზუნგით „ყველაფერი ბოსნიელი ბავშვებისათვის”. ამ ფეხბურთის შოუზე შემოსული სახსრებით ქ. სარაევოში (ბოსნია-ჰერცეგოვინა) აშენდა სკოლა. მარადონა და ფეთჰულაჰ გიულენი ამ მატჩს უყურებდნენ გვერდიგვერდ მსხდომნი.

1995 წლის 19 ოქტომბერს ინტერვიუ მისცა ჰოლანდიის ერთ-ერთ ტელეარხს. ამ რეპორტაჟში მან უპასუხა კითხვებს, რომლებიც ეხებოდა მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, აგრეთვე ისლამს და სეკულიარიზმს.

1996 წლის 4 იანვარს მონაწილეობა მიიღო ტოლერანტობისა თვის ჯილდოს გადაცემის ცერემონიალში.

1996 წლის 4 აპრილს შეხვდა პატრიარქ ვარფალამეს.

ფეთჰულაჰ გიულენმა და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, რომლებმაც ბოლო წლის განმავლობაში ყურადღება დაუთმეს საზოგადო ტოლერანტობის საკითხებს, შეხვდნენ ერთმანეთს თბილ ატმოსფეროში და დაიწყეს დიალოგი მუსლიმანური და არამუსლიმანური საზოგადოების შესახებ.

1996 წლის 1 ივლისს ფეთჰულაჰ გიულენმა მოინახულა აშშ-ში სამკურნალოდ მყოფი თურქული პარლამენტის დეპუტატი აიდანი მენდერსი.

1996 წლის 19 სექტემბერს ინტერვიუ განათლების თემაზე ჟურნალ „აქტუელ პარასთან”.

1996 წლის 30 სექტემბერს გამოვიდა ”ჟურნალისტთა და მწერლთა ფონდის დაარსების სამ წლისთავთან დაკავშირებულ სხდომაზე”.

1996 წლის 15 ოქტომბერს ინტერვიუ მისცა ბულგარულ გაზეთ „შრომას.”ფეთჰულაჰ გიულენმა ჟურნალისტებთან ერთად განიხილა საკითხები, რომლებიც ეხებოდა თურქეთსა და ბალკანეთს.

1996 წლის 3 ნოემბერი – ინტერვიუ ტელეარხ „ვარნასთან” (ბულგა რეთი). პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნების შემდეგ ბულგარეთის ტელევიზიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ თურქეთში, რათა გიულენისაგან აეღოთ ინტერვიუ. ფეთჰულაჰ გიულენი, რომელსაც (ქვესათაურით „ასობით ხიდების აღმშენებელი მასწავლებელი”) ქებით მოიხსენიებენ ქვეყნის ყველაზე მეტად კითხვადი გაზეზთები: „24 საათი” და „შრომა” იყო წარმოდგენილი „ვარნას” ტელევიზიის მიერ, როგორც პროექტის ინიციატორი კულტურისა და განათლების სფეროში.

1996 წლის 8 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტ „ფათიხის” გახსნაში. გახსნას ესწრებოდნენ თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი და მრავალი ადამიანი პოლიტიკის, მეცნიერების და ბიზნესის წრეებიდან.

1997 წლის 29 მარტს მონაწილეობა მიიღო შ ტვ-ზე (ტელეარხი „ნათელი გზა”) „ჰაბერ კრიტიკის” გადაცემაში. ფეთჰულაჰ გიულენი იყო „ჰაბერ კრიტიკის” პროგრამის სტუმარი, რომელიც გადიოდა ტელეარხ „სამანიოლზე” პირდაპირი ეთერით. მან პასუხი გასცა დოცენტ ოსმან ოზსოის და პროფესორ ქემალ ოქეის კითხვებს.

1997 წლის 8 აპრილს მონაწილეობა მიიღო თურქეთის სახალხო ნაციონალური პარტიის ლიდერის ალფარსლან თურქეშის დაკრძალვის ცერემონიალში.

1997 წლის 16 აპრილი – ინტერვიუ ტელეარხ „D”-სთან. ფეთჰულლაჰ გიულენი გახდა „იალჩინ დოგანის” და „აქტუალის” პროგრამების სტუმარი, რომელიც გადიოდა ტელეარხ „D”-ზე. პროგრამის თემა იყო “პოლიტიკური დაძაბულობა თურქეთში”.

1997 წლის 11 ივნისს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით გაემგზავრა აშშ-ში. ჩაიტარა პროფილაქტიკური (კარდიოლოგიური) მკურნალობის კურსი შტატ ოჰაიოში.

1997 წლის 10 აგვისტოს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამკუ რნალოდ ყოფნის დროს მიიღო მოწვევა რუსეთის მწერალთა კავშირიდან.

1997 წლის 11 აგვისტოს ინტერვიუ მისცა გაზეთ „მილლიეთს”, პოლიტიკისა და ისლამის საკითხებთან დაკავშირებით.

1997 წლის 1 სექტემბერს მან პასუხი გასცა კორესპონდენტ იასემინ ჩორგარის კითხვებს, რომლებიც ეხებოდა თურქეთში, თებერვალში, მომხდარ 28 პოლიტიკურ კრიზისს.

1997 წლის 19 სექტემბერს ფეთჰულაჰ გიულენი ნიუ-იორკში შეხვდა ერთ-ერთ კათოლიკე ლიდერს, კარდინალ ჯონ ო’კონორს, რომელიც ცნობილი იყო როგორც იოანე პავლე მეორის ”მარჯვენა ხელი.”

1997 წლის 30 სექტემბერს დაბრუნდა თურქეთში.

1997 წლის 21 ნოემბერს განათლების სფეროში გაწეული დამსახურებისათვის, მიიღო ჯილდო თურქ „ეღიტიმ სენი“ – საგან (თურქეთის განათლების მუშაკების პროფკავშირისაგან).

1997 წლის 21 ნოემბერს ფეთჰულაჰ გიულენს ეწვივნენ ვატიკანის წარმომადგენელი სტამბულში მონსინიორ ჯორჯი მოროვიჩი, ძველ-სირიული კათოლიკური საზოგადოების მიტროპოლიტი – იუსუფ ჩეთინი, სირიული კათოლიკების პატრიარქის მოადგილე- იუსუფ საგი და ძველ-სირიული კათოლიკური საზოგადოების ეპისკოპოსი- სამუელ აქდემირი.

1997 წლის 25 დეკემბერს ფეთჰულაჰ გიულენმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალისტებისა და მწერლების მიერ გამართულ „ნაციონალური თანხმობის” საღამოში.

1998 წლის 13 იანვარს პროგრამაში „ოცდამეთორმეტე დღე” ცისფერ ეკრანზე გამოტანილი იყო მისი ცხოვრება და მოღვაწეობა.პროგრამის „ოცდამეთორმეტე დღის” ერთ-ერთ ნაწილში წარმოდგენილი იყო გამოჩენილი ჟურნალისტის მეჰმეთ ალი ბირნადის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი ფეთჰულლაჰ გიულენის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

1998 წლის 22 იანვარს მონაწილეობა მიიღო ჰოლდინგ „ალარკოს” მიერ გამართულ ვახშამში.

1998 წლის 23 იანვარს მამა იოანე პავლე მეორისაგან მიიღო შეტყობინება მუსლიმანურ დღესასწაულ რამაზან – ბაირამთან დაკავშირებით.

1998 წლის 3 თებერვალს მონაწილეობა მიიღო ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის სადღესასწაულო პროგრამაში.

1998 წლის 9 თებერვალს ვატიკანში შეხვდა იოანე პავლე მეორეს, სადაც მშვიდობის სახელით ჩაატარა შეხვედრა.

1998 წლის 19 თებერვალს გიულენს მშვიდობის სახელით ეწვია ეკლესიათა კავშირი. როცა ყურეში ისმის ომის გამოძახილები, ფეთჰულაჰ გიულენი სტამბოლში საერთაშორისო ეკლესიათა კავშირისაგან, სამი ადამიანის შემადგენლობით ღებულობს დელეგაციას, მშვიდობისათვის შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში.

1998 წლის 25 თებერვალს ფეთჰულაჰ გიულენი ჟურნალისტებისა და მწერლების ფონდის სახელით შეხვდა სევერატის მთავარ რაბინს ისრაელში ელიხ ბაკში დორონს.

1998 წლის 27 თებერვალს ინტერვიუ მისცა „NთV”-ს ტელეარხს. ფეთჰულლაჰ გიულენმა ბევრ კითხვებს გასცა პასუხი, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ეხებოდნენ პაპთან შეხვედრას, სეკულარულ რესპუბლიკას და ათათურქს.

1998 წლის 7 მარტს მონაწილეობა მიიღო წამყვანი რელიგიების ყრილობის მუშაობაში.

1998 წლის 9 მარტს ფეთჰულაჰ გიულენმა სტამბოლში მიიღო ამერიკელი ებრაელების საზოგადოების თავმჯდომარეების კონფერენციის დელეგაცია. თურქეთში ჩამოსული ებრაელი ლიდერების დელეგაცია სამი დღით მიიღეს აგრეთვე: პრემიერ-მინისტრმა-მესუთ ილმაზმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ- გენერალმა ჩევიკ ბირმა, პარლამენტის თავჯდომარემ – ჰიქმეთ ჩეთინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა- ისმაილ ჯემმა.

1998 წლის 19 მარტს თურქული სამყაროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის “თურქ-2000”-ის ფონდისაგან მიიღო ჯილდო.

1998 წლის 6 მაისს ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელეარხ „Oღთ”-ს. Eეს რეპორტაჟი ეხებოდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების თემას და ფეთჰულლაჰ გიულენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

1998 წლის 18 მაისს ინტერვიუ მისცა იტალიელ ჟურნალისტებს რომის პაპ იოანე პავლე მეორის შეხვედრასთან დაკავშირებით”.

1998 წლის 6 ივნისს ინტერვიუ მისცა ჟურნალ „აქსიონს” მის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების შესახებ. ამ რეპორტაჟში პასუხები იყო გაცემული ბევრ კითხვაზე, რომელიც ეხებოდა: რესპუბლიკურ წყობას თურქეთში, ათათურქს, განათლებას, დემოკრატიას, პოლიტიკურ ისლამს და სხვა.

1998 წლის 21 ივნისს ინტერვიუ მისცა გაზეთ „რადიკალს”. ფეთჰულაჰ გიულენმა პასუხი გასცა ავნი ოზგიურელის კითხვებს, რომლებიც ეხებოდა რადიკალიზმს და ქალთა დაცვას.

1998 წლის 5 ივლისს მიიღო ჯილდო „აბრეშუმის გზის” ფონდისაგან.

1999 წლის 21 მარტს ფეთჰულაჰ გიულენი საავადმყოფოს მიწვევით გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ის ადრეც მკურნალობდა.

1999 წლის 1 დეკემბერს ფეთჰულაჰ გიულენმა წარმოადგინა, რელიგიური სამყაროს პარლამენტის ყრილობის მოხსენება, რომელიც ჩატარდა კიპტაუნში.

2000 წლის 13 აპრილს ”გააგზავნა მიმართვა ავრაამული რელიგიის სიმპოზიუმზე”.

2001 წლის 26 აპრილს ამერიკაში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია,მიძღვნილი ფეთჰულლაჰ გიულენის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

2001 წლის 27 აპრილს კულტურისა და განათლების სფეროში დიდი დამსახურებისათვის დაჯილდოვდა თურქეთის მწერალთა კავშირის მიერ.

2001 წლის 12 სექტემბერს გააკეთა განცხადება 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ.

2002 წლის 31 მარტს გულის უკმარისობის გამო ის იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

2002 წლის 19 ივნისს თურქეთის ნაციონალურ ნაკრებს მიულოცა 2002 წელს მეოთხედფინალურ მსოფლიო ჩემპიონატში გასვლა.

2003 წლის 16 ნოემბერს გამოთქვა მწუხარება სტამბულში იუდეურ სინაგოგებზე და ვულედიბიზე ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით.

2003 წლის 13 დეკემბერს აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა სამგლოვიარო განცხადება.

2003 წლის 21 დეკემბერს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ყოფილი პრეზიდენტის ალი იზზეტბეგოვიჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაგზავნა სამგლოვიარო წერილი.

2004 წლის 21 იანვარს ფეთჰულაჰ გიულენს გაუკეთდა გულის ოპერაცია.

2004 წლის 22 იანვარს გამოიწერა საავადმყოფოდან.

2004 წლის 29 მარტს ინტერვიუ მისცა გაზეთ „ზამანს”.

ავადმყოფობასთან დაკავშირებით აშშ-ში მყოფი ფეთჰულაჰ გიულენი ხუთი წლის შესვენების შემდეგ, პირველად ალაპარაკდა ნურიე აქმანთან ინტერვიუში, სადაც შეაფასა, როგორც თურქეთში, ასევე მსოფლიოში მომხდარი მოვლენები.

2004 წლის 19 აპრილს გააგზავნა მილოცვა ვაშინგტონში, „თურქეთის ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის მიერ ორგანიზებულ მეშვიდე სიმპოზიუმზე.

2004 წლის 13 მაისს გააგზავნა მისალოცი შეტყობინება ქ.მადრინში კულტურული დიალოგის ბაქანის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე „რელიგიები და მსოფლიო იმყოფება წმინდა მუჰამმედ შუამავლის, აბრაამის, თვალისმომჭრელი ბრწყინვალების ქვეშ”.

2004 წლის 2 სექტემბერს გამოხატა მწუხარება ჩრდილო ოსეთის ქ. ბესლანის ტერაქტის ტრაგიკულ შედეგებთან დაკავშირებით.

2004 წლის 1 ნოემბერს ფეთჰულაჰ გიულენი დაჯილდოვდა ყირგიზული სულიერი განვითარების საერთაშორისო ფონდის „რუხანიატის” პრემიით.

03.12.2004 წლის 3 დეკემბერს „ბაქანი აბანტის” სხდომის მონაწილეებს გაუგზავნა მიმართვა, ბრიუსელში ორგანიზებულ თურქეთის ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის მიერ, ევროპარლამენტში განხილული საკითხი თურქეთის ევროკავშირში შესვლის შესახებ”.

2005 წლის 1 აგვისტოს ინტერვიუ მისცა გაზეთ „მილლეთის” კორესპონდენტ მ.გიუმდენთს. ფეთჰულაჰ გიულენმა პასუხი გასცა სხვადასხვა თემებთან დაკავშირებულ კითხვებს: თურქეთის ევროკავშირში შესვლის პრობლემებთან დაკავშირებულ მთავრობის მოღვაწების შეფასებას, ირანის მდგომარეობიდან – შუა აღმოსავლეთის მოვლენებამდე, რელიგიური პლურალიზმიდან მისი მხარდაჭერით განათლების მოძრაობის თავისუფლებამდე .

Share:

More Posts

fethullah gulen le monde d39

ფეთჰულა გიულენი: თურქეთის დემოკრატია რატომ დარჩა წარუმატებელი?

ფეთჰულა გიულენი ფრანგულ გაზეთ  Le Monde-ში სტატიას აქვეყნებს. როგორც გიულენი სტატიაში აღნიშნავს, “თურქეთის დემოკრატია წარუმატებელი დარჩა არა იმიტომ, რომ მიყვებოდა ისლამის ღირებულებებს, არამედ იმიტომ რომ მან უღალატა ამ ფასეულობებს.”
25 თებერვალს გაზეთ  Le Monde-ში გამოქვეყნებული სტატია, შემდეგია:
“2000-იანი წლების დასაწყისში, მუსულმანური ქვეყანის, თურქეთის მიერ დემოკრატიის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. 2002 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა მმართველმა პარტიამ,…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთჰულაჰ გიულენი 15 ივლისის მოვლენების შესახებ სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში: ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″

″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″,-ამის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა 15 ივლისის მოვლენების შესახებ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის″ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შვედეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრმა″ (Stockholm Center for Freedom) გასულ წელს განხორციელებული საეჭვო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ვრცელი და სენსაციური ანგარიში გამოაქვეყნა. 191 გვერდიანი ანგარიშის მომზადებისას ფეთჰულაჰ გიულენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა, სათაურით -″15 ივლისი:…

fethullah gulen elestiriye kapali mi f6c

ფეთჰულაჰ გიულენი Politico-ში სტატიას აქვეყნებს

ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გამოცემა Politico-ში სტატიას აქვეყნებს.
″ეს დაჯგუფება, რასაც არ უნდა უწოდებდეს თავის თავს, სწორედ თავადაა ის ანომალიური წარმონაქმნი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის რელიგიას იყენებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მან თავის სახელწოდებას სიტყვა „ისლამი“ დაამატა, რითიც ისლამის დიდებული სახე შებღალა″,-აღნიშნავს გიულენი და დასძენს, რომ ყველა ის, ვინც უდანაშაულო მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება საკუთარ თავს რაც არუნდა ის…

fethullah gulen 49 1dc

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის და გადატრიალების მეორედ მცდელობის შესაძლო განხორციელების შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით ფეთჰულაჰ გიულენმა განცხადება გაავრცელა. ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადება ასეთია:
″როგორც ყველა დროს მომხდარი სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლს, იმის მჯერა, რომ გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერც დაამყარებ და ვერც დაიცავ. როგორც ადრე ვთქვი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულები მე და ამ მოძრაობის წევრებს საერთაშორისო…

fethullah gulen 13 07b

ფეთჰულაჰ გიულენი – მოძრაობა ″ჰიზმეთს″ ისევ მახეს უგებენ

თურქეთში ბოლო დღეებში პროსახელისუფლებო მედიის მიერ მუდმივად პოლიტიკოსებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გაშუქება ძაალიან შემაშფოთებელია. ამის შესახებ განცხადება ფეთჰულაჰ გიულენმა გააკეთა.
ფეთჰულაჰ გიულენმა, ქვეყანაში ბოლო დღეებში ″ისლამური სახელმწიფოს″ (ISIS) და  ″ქურთისტანის მუშათა პარტიის″ (PKK) მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ხსენებასთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
″ბოლო დროს სახელმწიფო მოხელეების და ოპოზიციის ლიდერების მკვლელობებთან დაკავშირებით ცილისწამებლური განცხადებები გახშირდა….

zekeriya mete c61

ფეთჰულაჰ გიულენი: შესაძლოა სხვა მკვლელობებიც მოხდეს და მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერონ

ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი კიდევ ერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა სხვა მკვლელობებსაც მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერს.
თურქეთში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ამერიკულ სააგენტო Associated Press-ისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში გიულენი ამბობს, რომ ″მსოფლიოს ასეთი ბრალდებების სინამდვილეში დარწმუნებას ვერ შეძლებენ″.
ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უარყო. 1999…

fethullah gulen nuriye akman roportaji7 0ef

ფეთჰულაჰ გიულენი: ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის პოლიციის ოფიცრის მიერ მოკვლის შემდეგ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ფეთჰულაჰ გიულენმა გააკრიტიკა. ფეთჰულაჰ გიულენი ადვოკატების მეშვეობით მეორედ გაკეთებულ განცხადებაში ტერორისტულ აქტს ″შემზარავი და ვერაგული მკვლელობა″ უწოდა და კარლოვის მკვლელობა კიდევ ერთხელ დაგმო.
ფეთჰულაჰ გიულენის განცხადებით, ეს თავდასხმა, ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზნით განხორციელებული ტერორისტული აქტია.
“ამ საშინელი და ვერაგული ტერორისტული აქტის შემდეგ…

fethullah gulen hocaefendinin le monde makalesi 99d

ფეთჰულაჰ გიულენი: “ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები თუ დამტკიცდება, მზად ვარ თურქეთში დავბრუნდე“

მიმდინარე წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების სახით ადგილი ჰქონდა მის უახლოეს ისტორიაში უდიდეს ტრაგედიას, როდესაც ქვეყანა დადგა სრული კატასტროფის წინაშე. 15 ივლისის ღამეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს უდიდესი ტერორისტული თავდასხმა თურქეთის სახელმწიფოებრიობაზე. თურქული საზოგადოება, რომელიც მიიჩნევდა, რომ მის ისტორიაში სამხედრო გადატრიალებები უკვე წარსულს ჩაბარდა, საზოგადოების თითოეული ფენით მტკიცედ დადგა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ რითიც მსოფლიოს…

fethullah gulen 75 5ea

ფეთჰულაჰ გიულენმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

ფეთჰულაჰ გიულენმა გადატრიალების მცდელობა მკაცრად დაგმო. გიულენმა, გასულ ღამეს, თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გიულენის განცხადებით, მთავრობები ძალის გამოყენებით კი არა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. ″ამ სამხედრო გადატრიალებას მკაცრად ვგმობ.″-განაცხადა მან.
ნიუ-იორკში დაფუძნებულ საერთო ღირებულებების ასოციაციის( afsv) მიერ გამოქვეყნებული წერილი ასეთია:
″თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ძალიან მკაცრად ვგმობ. მთავრობები, არა ძალით, არამედ…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთულაჰ გიულენი – სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ.
შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის…

Send Us A Message