მისი ტანჯვა უსასრულოა… დედის ხმა მუდამ სიმისა და ხემის კვნესააო, დედაზე უთქვამთ…

დედა მოკვდავთა შორის ყველაზე ძვირფასი არსებაა. დედამიწაზე მიმავალს თავი ზეცაში აქვს, სამოთხე კი მისი ფეხის ქვეშაა. მისი ქალამნის მტვერიც კი წმინდაა, მის ფეხებთან მუხლმოყრილთა თავი მეშვიდე ცის ზღურბლს წვდება. დედა მუდამ კვნესის. მთელი ცხოვრება კვნესის და ოხრავს… დედობა მუდმივია შვილისთვის, კაცისთვის, ვინც ამბობს “დედა”… დედა, რომელსაც შვილი არ ჰყავს, დედა არ არის. დედის მიზანი, მისწრაფება შვილია; ზოგჯერ კი შეიძლება სხვა რამ იყოს; ვთქვათ, არსი, სული, იდეალი…

არის დედა, რომელიც ამქვეყნად მოვლენილ შვილს უფლის გზას შესწირავს. არის დედა, რომელსაც ძალიან სურს, ჰყავდეს შვილი და თუ არ ეყოლა, იმედგაცრუებას ეძლევა; არის დედა, შვილის გამო დათრგუნული რომ ამბობს, “ნეტავ ადრე მოვმკვდარიყავი და ყველას დავევიწყებინეო”. არის დედა, რომელიც შვილის გამო ძეგლად იქცევა და მისი თავი ზეცას წვდება. არის დედა, რომელიც შვილის გამო დაბნეული და დანაღვლიანებულია. არის დედა, რომელიც ფარაონის კარავში ერის საყვარელი შვილი გამხდარა.

არის დედა, რომელიც ღვთის შუამავლის სავანეში ეშმაკს დაემონა. არის დედა, რომელიც ჩუმი, შეუმჩეველი და უცნობია; მაგრამ ვარდებსა და მდელოებს აყვავებს; არის დედა, რომელზე სასაუბროდ დესტანი არ კმარა; ის გონებაში, გულში, ზეცაშია; არის დედა, რომლის აღსაწერად ქაღალდი, კალამი, რომანი გვჭირდება.

მიწა თესლის დედაა, წყარო – ჩანჩქერის, ევა – ადამის მოდგმის, მარიამი – წმინდა სულის, ამინე – ჭეშმარიტების, არსების საიდუმლოს, საიდუმლოს არსის…

დედობას კარგიც ახლავს და ცუდიც. კარგს თავგანწირვას თუ ვუწოდებთ, ცუდს, უბედურს რაღა დავარქვათ? რა ვუწოდოთ მას, ვინც შვილი ვერ გაახარა და შვილის გვერდით ვერ იხარა, ვინც დღის სინათლეს ვერ ეღირსა…

დედა და შვილი ერთი სულია ორ სხეულში. შვილი დედის სხეულის ნაწილია, მკერდზე მიკრული – “გულის დამპყრობელი სიყვარული”, პატარა ცელქი, და განშორებისას კი დედის გულის დამდაგავი ცეცხლი, გულში გაყრილი შუბი…

განვითარების პერიოდი, სწავლა-განათლება, სამხედრო სამსახურის დრო… ყოველი მათგანი დედისთვის ტანჯვის ვირაჟია. დედა ცრემლს ღვრის ყოველ ზიგზაგზე, როდესაც შვილთან განშორება უწევს სწავლის, ქორწინების, ჯარში გაწვევის გამო… დიახ, იგი მუდმივად ტირის და საკმეველივით იწვის. ზოგჯერ ნუგეში ეძლევა და მშვიდდება, ზოგჯერ კი ნიაღვარივით წამოსული ცრემლები ახრჩობს. იგი საჩუქრად მიიჩნევს თავის შვილს, რომელიც მსხვერპლად შესწირა სიწმინდეებს, სამშობლოს, სინდისს და მშვიდდება. მაგრამ თუ შვილი არაფრის გამო იღუპება, ამ დროს დედა მუნჯდება.

შენ, ჩემო უბედურო დედავ! გულშეწუხებულო, ქედმოხრილო, თვალცრემლიანო; მუდამ მგლოვიარე და უბედურო! ვინ ჩაგაგდო ამ დღეში? ვინ დაღუპა შენი გულის ნაყოფი, შენი თვალის სინათლე? შენ განუგეშებთ, შენს სულში დანთებულ ხანძარს ჩავაქრობთ…

უკვე ნუღარ ტირი, დედა! შენი ცრემლების ღრუბელმა უკვე მეშვიდე ცას მიაღწია. შეხედე, იქ ელვაა, აქ კი მისი ნაყოფი… შენკენ მოვიჩქარით, რომ შენი გაწეწილი კულულები გაგისწოროთ, ჩვენს ბაგეებზე გამარჯვების სიმღერაა, ხელში “იუსუფის (შუამავალი) პერანგი” გვიჭირავს, მოვდივართ, რათა ბედნიერება ვახაროთ ნაოჭებს შენს შუბლზე და ცრემლებს შენს თვალებზე. შენი ჩუმი გულისტკივილის დასაცხობად, სისხლმდენი იარების მოსაშუშებლად, ამ დამნაშავეთა ხროვის სახელით ბოდიშს გიხდით და შენს წინაშე მუხლს ვიყრით, დედა!..

Share:

More Posts

fethullah gulen le monde d39

ფეთჰულა გიულენი: თურქეთის დემოკრატია რატომ დარჩა წარუმატებელი?

ფეთჰულა გიულენი ფრანგულ გაზეთ  Le Monde-ში სტატიას აქვეყნებს. როგორც გიულენი სტატიაში აღნიშნავს, “თურქეთის დემოკრატია წარუმატებელი დარჩა არა იმიტომ, რომ მიყვებოდა ისლამის ღირებულებებს, არამედ იმიტომ რომ მან უღალატა ამ ფასეულობებს.”
25 თებერვალს გაზეთ  Le Monde-ში გამოქვეყნებული სტატია, შემდეგია:
“2000-იანი წლების დასაწყისში, მუსულმანური ქვეყანის, თურქეთის მიერ დემოკრატიის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. 2002 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა მმართველმა პარტიამ,…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთჰულაჰ გიულენი 15 ივლისის მოვლენების შესახებ სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში: ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″

″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″,-ამის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა 15 ივლისის მოვლენების შესახებ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის″ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შვედეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრმა″ (Stockholm Center for Freedom) გასულ წელს განხორციელებული საეჭვო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ვრცელი და სენსაციური ანგარიში გამოაქვეყნა. 191 გვერდიანი ანგარიშის მომზადებისას ფეთჰულაჰ გიულენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა, სათაურით -″15 ივლისი:…

fethullah gulen elestiriye kapali mi f6c

ფეთჰულაჰ გიულენი Politico-ში სტატიას აქვეყნებს

ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გამოცემა Politico-ში სტატიას აქვეყნებს.
″ეს დაჯგუფება, რასაც არ უნდა უწოდებდეს თავის თავს, სწორედ თავადაა ის ანომალიური წარმონაქმნი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის რელიგიას იყენებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მან თავის სახელწოდებას სიტყვა „ისლამი“ დაამატა, რითიც ისლამის დიდებული სახე შებღალა″,-აღნიშნავს გიულენი და დასძენს, რომ ყველა ის, ვინც უდანაშაულო მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება საკუთარ თავს რაც არუნდა ის…

fethullah gulen 49 1dc

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის და გადატრიალების მეორედ მცდელობის შესაძლო განხორციელების შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით ფეთჰულაჰ გიულენმა განცხადება გაავრცელა. ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადება ასეთია:
″როგორც ყველა დროს მომხდარი სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლს, იმის მჯერა, რომ გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერც დაამყარებ და ვერც დაიცავ. როგორც ადრე ვთქვი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულები მე და ამ მოძრაობის წევრებს საერთაშორისო…

fethullah gulen 13 07b

ფეთჰულაჰ გიულენი – მოძრაობა ″ჰიზმეთს″ ისევ მახეს უგებენ

თურქეთში ბოლო დღეებში პროსახელისუფლებო მედიის მიერ მუდმივად პოლიტიკოსებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გაშუქება ძაალიან შემაშფოთებელია. ამის შესახებ განცხადება ფეთჰულაჰ გიულენმა გააკეთა.
ფეთჰულაჰ გიულენმა, ქვეყანაში ბოლო დღეებში ″ისლამური სახელმწიფოს″ (ISIS) და  ″ქურთისტანის მუშათა პარტიის″ (PKK) მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ხსენებასთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
″ბოლო დროს სახელმწიფო მოხელეების და ოპოზიციის ლიდერების მკვლელობებთან დაკავშირებით ცილისწამებლური განცხადებები გახშირდა….

zekeriya mete c61

ფეთჰულაჰ გიულენი: შესაძლოა სხვა მკვლელობებიც მოხდეს და მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერონ

ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი კიდევ ერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა სხვა მკვლელობებსაც მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერს.
თურქეთში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ამერიკულ სააგენტო Associated Press-ისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში გიულენი ამბობს, რომ ″მსოფლიოს ასეთი ბრალდებების სინამდვილეში დარწმუნებას ვერ შეძლებენ″.
ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უარყო. 1999…

fethullah gulen nuriye akman roportaji7 0ef

ფეთჰულაჰ გიულენი: ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის პოლიციის ოფიცრის მიერ მოკვლის შემდეგ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ფეთჰულაჰ გიულენმა გააკრიტიკა. ფეთჰულაჰ გიულენი ადვოკატების მეშვეობით მეორედ გაკეთებულ განცხადებაში ტერორისტულ აქტს ″შემზარავი და ვერაგული მკვლელობა″ უწოდა და კარლოვის მკვლელობა კიდევ ერთხელ დაგმო.
ფეთჰულაჰ გიულენის განცხადებით, ეს თავდასხმა, ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზნით განხორციელებული ტერორისტული აქტია.
“ამ საშინელი და ვერაგული ტერორისტული აქტის შემდეგ…

fethullah gulen hocaefendinin le monde makalesi 99d

ფეთჰულაჰ გიულენი: “ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები თუ დამტკიცდება, მზად ვარ თურქეთში დავბრუნდე“

მიმდინარე წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების სახით ადგილი ჰქონდა მის უახლოეს ისტორიაში უდიდეს ტრაგედიას, როდესაც ქვეყანა დადგა სრული კატასტროფის წინაშე. 15 ივლისის ღამეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს უდიდესი ტერორისტული თავდასხმა თურქეთის სახელმწიფოებრიობაზე. თურქული საზოგადოება, რომელიც მიიჩნევდა, რომ მის ისტორიაში სამხედრო გადატრიალებები უკვე წარსულს ჩაბარდა, საზოგადოების თითოეული ფენით მტკიცედ დადგა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ რითიც მსოფლიოს…

fethullah gulen 75 5ea

ფეთჰულაჰ გიულენმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

ფეთჰულაჰ გიულენმა გადატრიალების მცდელობა მკაცრად დაგმო. გიულენმა, გასულ ღამეს, თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გიულენის განცხადებით, მთავრობები ძალის გამოყენებით კი არა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. ″ამ სამხედრო გადატრიალებას მკაცრად ვგმობ.″-განაცხადა მან.
ნიუ-იორკში დაფუძნებულ საერთო ღირებულებების ასოციაციის( afsv) მიერ გამოქვეყნებული წერილი ასეთია:
″თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ძალიან მკაცრად ვგმობ. მთავრობები, არა ძალით, არამედ…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთულაჰ გიულენი – სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ.
შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის…

Send Us A Message