აშშ გამოიცა წიგნი გიულენის სიმპოზიუმის შესახებ

Home » Georgian (ქართულად) » ფიქრები » აშშ გამოიცა წიგნი გიულენის სიმპოზიუმის შესახებ

ფეთჰულაჰ გიულენისა და მისი შეხედულებებით შთაგონებული თურქეთის მოქალაქეების მიერ თურქეთსა და მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული განათლების, მშვიდობისა და შემწყნარებლობის მოძრაობა ამერიკაში აკადემიური წიგნის განხილვის თემად იქცა.

აშშ-ის ერთ-ერთი პრესტიჟული აკადემიური გამომცემლობის ‘Syracuse University Press”-ის მიერ გამოიცა წიგნი სათაურით “თურქული ისლამი და სეკულარული სახელმწიფო: გიულენის მოძრაობა” (Turkish Islam and the Secular State). წიგნის რედაქტორები არიან მსოფლიოში ცნობილი ისლამის სპეციალისტი ამერიკელი მეცნიერი პროფ. დოქ. ჯონ ესპოზიტო და იუტას უნივერსიტეტის დოცენტი დოქ. მ. ჰაკან იავუზი, მასში მოთავსებულია ისეთი ცნობილი ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერის სტატიები, როგორებიც არიან: ბონის უნივერსიტეტიდან დოც. დოქ. ბექიმ აგაი, სელჩუკის უნივერსიტეტის დოც. დოქ. იასინ აქთაი, იუტას უნივერსიტეტიდან ჰასან ქოსებალაბანი, ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან აჰმეთ ქურუ, ვატიკანის რელიგიათა შორის დიალოგის მდივანი პროფ. დოქ. თომას მიშელი, შვედეთის კვლევითი ინსტიტუტიდან პროფ. დოქ. ელიზაბეთ ოზდალგა, ჯონ ქეროლის უნივერსიტეტიდან დოც. დოქ.  ზაქი სარითოფრაქი, მაკგილის უნივერსიტეტიდან დოქ. ბერნა თურამი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან პროფ. დოქ. ჯონ ო. ვოლი, იუტას უნივერსიტეტიდან დოქ. ჰაკან იავუზი და ლონდონის უნივერსიტეტიდან დოქ. ჰაკან ილმაზი. 

წიგნში შესულია ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის რელიგიათა შორის დიალოგის ფონდის “რუმი ფორუმის” მხარდაჭერით 2001 წელს ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენილი მოსხენებების თეზისები. აღნიშნული კონფენცია ჩატარდა თემაზე: “ისლამური მოდერნიზაცია: ფეთჰულაჰ გიულენი და თანამდეროვე ისლამი”. შესავალ ნაწილში ესპოზიტო და იავუზი მიუთითებენ, რომ თურქულ სახელმწიფოს გააჩნია სეკულარისტული გაგება, რომელიც აშორებენ – ‘აუცხოებენ’ რელიგიასა და ისლამს. გიულენის მოძრაობის შესახებ ჩატარებული კვლევა კი გვიჩვენებს, “რომელ სოციალურ და პოლიტიკურ პირობებში შეიძლება გახდეს რწმენა საზოგადოების გაძლიერებისთვის საჭირო სოციალური კაპიტალის წყარო”. 

ჰაკან იავუზი თავის სტატიაში “გიულენის მოძრაობა: თურქი პურიტანები” ფეთჰულაჰ გიულენს წარმოსახავს, როგორც  “სოციალურ პიონერს” (social innovator) და მოგვითხრობს თურქეთსა და ალბათ მთელს ისლამურ სამყაროში ამ განუმეორებელი სპეციფილური სამოქალაქო მოძრაობის განვითარების ორმოცწლიან ისტორიას მოგვითხრობს. “სტაბილური თურქეთისთვის საჭიროა წონასწორობიც დაცვა ისლამის ღირებულებებსა და ქემალისტურ პოლიტიკურ სისტემას შორის. გიულენის მოძრაობა კი გვთავაზობს წონასწორობისკენ მიმავალ გზას”, ამბობს იავუზი და, მეორე მხრივ, იგი ამ მოძრაობას საკმარისად ‘დემოკრატიულად’ და “ლიბერალურად” არ მიიჩნევს. ბექიმ აგაის აზრით, საიდ ნურსის საგანმანათლებლო ფილოსოფიით შთაგონებული გიულენი მიზნად ისახავს “თანამედროვე განათლებით” შეაჩეროს რეგრესის პროცესი, რომელსაც იგი ისლამურ სამყაროში ხედავს. გიულენის მოძრაობა ეძებს მუსლიმების ადგილს გლობალიზებურ სამყაროში. აგაის სურს დაამტკიცოს, რომ “ისინი არ არიან მოდერნიზაციის მოწინააღმდეგენი; მათ სურთ გახდნენ მოდერნიზაციის ნაწილი; მაგრამ სურთ ამაში წვლილის შეტანა თავიანთი რელიგიური და ზნეობრივი იდეალებით”. აგაი მიუთითებს, რომ თურქეთში არსებული სეკულარისტული წრეები ვერ ხვდებიან, თუ “როგორ შეიძლება რელიგიური მოძრაობა ერთი მხრივ დაკავებული იყოს თანამედროვე საგანმანათლებლო მოღვაწეობით და მეორე მხრივ, დარჩეს ისლამური”.

ელისაბეთ ოზდალგა შეხვდა სამ ქალბატონს, რომლებიც თურქეთის ორ დიდ ქალაქში ამ მოძრაობის მიერ გახსნილი სკოლებში ასწავლიან და სცადა მათგან გაეგო, თუ როგორ აღიქვამენ ქალები გიულენის ნააზრევს და რა მდგომარეობა უჭირავთ ქალებს ამ მოძრაობაში. Aმ შეხვედრების შემდეგ ოზდალგამ დაადგინა თვისებები, რომელიც მოიცავს მთელს კაცობრიობას – სიყვარული, რელიგიურობა, პატიოსნება, პროფესიონალური აქტიურობა, თავდადება. . . გარდა ამისა, ოზდალგამ ასეთი შედეგი მიიღო: “პირის გიულენის მრევლის ნაწილად გახდომა ავტორიტეტულ  ლიდერთა ხელში ასიურ ინსტრუმენტად ქცევას ნიშნავს”.

აჰმეთ ქურუ თავის სტატიაში ამუშავებს თემას, თუ როგორ ცდილობს ფეთჰულაჰ გიულენი იპოვოს შუალედი “მოდერნიზაციასა” და “მუსლიმურ ტრადიციას” შორის. ქურუს აზრით, გიულენი არ ცდილობს მოდერნიზაციისა და ისლამისგან “ეკლექტური” და “ჰიბრიდული” სინთეზის შექმნას, და არც ისლამის პრინციპების შეცვლასა და მოდერნიზაციის ჰეგემონიას ემსახურება. გიულენი აკეთებს დინამიკურ კომენტარს, რომლითაც “ერთმანეთს უხამებს ისლამის მოდერნიზებულ და მუსლიმანურ ტრადიციას, მეორე მხრივ კი მას აკრიტიკებს.”  იასინ აქთაი თავის ნაშრომში იკვლევს ორ ისტორიულ ელემენტს, რომელმაც, მისი რწმენით, შემოქმედებითი ზეგავლენა მოახდინა გიულენის აზროვნებაზე: დიასპორა და სტაბილურობა. აქთაი იშველიებს “თურქ ისლამიზმში ნეციფ ფაზილ ქისაქურექის ლექსს: “ შენს სამშობლოში უცხო ხარ, შენს სამშობლოში ყარიბი”, და ამტკიცებს, რომ გიულენში შეინიშნება ამ ლექსში მითითებული “დიასპორის” ფსიქოლოგია; ხოლო გიულენის მიერ “სტაბილურობის” ძიებას ეს არის “მუსლიმი ღვთისმეტყველების ტრადიციული დამახასიათებელი ელემენტი”, აღნიშნავს აქთაი.

რას ამბობენ ფეთჰულაჰ გიულენის შესახებ?

ჯონ ო. ვოლი: გლობალიზებურ მრავალ-კულტურიან პლურალიზმთან დაკავშირებით გიულენი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისლამური თეორიის განვითარებაში.

როგორც მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფთა საგანმანათლებლო მოღვაწეობა გვიჩვენებს, გიულენის ნააზრევი ხიდია მოდერნსა და პოსტმოდერნს, გლობალურსა და ადგილობრივს შორის და იგი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მუსლიმებსა და არამუსლიმებს შორის მომავლის შესახებ ხედვებთან დაკავშირებულ კამათს.

თომას მიშელი: მსოფლიოს ყველაზე კონფლიქტურ რეგიონებში  გიულენის თაოსნობით დაარსებულ სკოლებს შეუძლიათ განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გაერთიანება. ჩემი აზრით, ეს სკოლები ყველაზე დინამიური და სასარგებლო სკოლებია მათ შორის, რაც მე სოფლიოში მინახავს.

დოქ. ზექი სარითოფრაქი: ფეთჰულაჰ გიულენი XX საუკუნის მიწურულის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსლიმი თურქი მეცნიერია. თუმცა გიულენი და გაერთიანებას არ აქვს რელიგიური ორდენის ტიპის სტრუქტურა, მათ აქვთ “სუფისტური” ტრადიციებისთვის დამახასიათებელი უამრავი ნიშანი და ამიტომ თითოეულ მათგანს შეიძლება ეწოდოს სუფია.

ჰასან ქოსებალაბანი: გიულენის “ეროვნული უშიშროების არსი” გამოიხატება გახსვავებული ხარისხის შემდეგი სამი პერფექციით: 1- თურქულ სამყაროში ძლიერი პარტნიორის დადგენა; 2- დასავლეთთან პარტნიორის ნაკლებობა; 3- ირანთან მტკიცე პარტნიორის  ნაკლებობა.

ბერნა თურამი: გიულენის მოძრაობა ტოვებს “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის” შთაბეჭდილებას. ეს არის ისლამისა და სამოქალაქო სზოგადოების შეთავსების ნიმუში. 

იჰსან ილმაზი: გიულენმა ისლამის გაგება თანამედროვეობის სულის შესაბამისად ხელახლა განმარტა და სხვადახვა მგრძნობიარე საკითხზე ახალი მუსლიმური განმარტება მოგვცა და საქმედ აქცია.

Share:

More Posts

fethullah gulen le monde d39

ფეთჰულა გიულენი: თურქეთის დემოკრატია რატომ დარჩა წარუმატებელი?

ფეთჰულა გიულენი ფრანგულ გაზეთ  Le Monde-ში სტატიას აქვეყნებს. როგორც გიულენი სტატიაში აღნიშნავს, “თურქეთის დემოკრატია წარუმატებელი დარჩა არა იმიტომ, რომ მიყვებოდა ისლამის ღირებულებებს, არამედ იმიტომ რომ მან უღალატა ამ ფასეულობებს.”
25 თებერვალს გაზეთ  Le Monde-ში გამოქვეყნებული სტატია, შემდეგია:
“2000-იანი წლების დასაწყისში, მუსულმანური ქვეყანის, თურქეთის მიერ დემოკრატიის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. 2002 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა მმართველმა პარტიამ,…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთჰულაჰ გიულენი 15 ივლისის მოვლენების შესახებ სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში: ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″

″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″,-ამის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა 15 ივლისის მოვლენების შესახებ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის″ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შვედეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრმა″ (Stockholm Center for Freedom) გასულ წელს განხორციელებული საეჭვო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ვრცელი და სენსაციური ანგარიში გამოაქვეყნა. 191 გვერდიანი ანგარიშის მომზადებისას ფეთჰულაჰ გიულენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა, სათაურით -″15 ივლისი:…

fethullah gulen elestiriye kapali mi f6c

ფეთჰულაჰ გიულენი Politico-ში სტატიას აქვეყნებს

ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გამოცემა Politico-ში სტატიას აქვეყნებს.
″ეს დაჯგუფება, რასაც არ უნდა უწოდებდეს თავის თავს, სწორედ თავადაა ის ანომალიური წარმონაქმნი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის რელიგიას იყენებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მან თავის სახელწოდებას სიტყვა „ისლამი“ დაამატა, რითიც ისლამის დიდებული სახე შებღალა″,-აღნიშნავს გიულენი და დასძენს, რომ ყველა ის, ვინც უდანაშაულო მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება საკუთარ თავს რაც არუნდა ის…

fethullah gulen 49 1dc

ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის და გადატრიალების მეორედ მცდელობის შესაძლო განხორციელების შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით ფეთჰულაჰ გიულენმა განცხადება გაავრცელა. ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადება ასეთია:
″როგორც ყველა დროს მომხდარი სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლს, იმის მჯერა, რომ გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერც დაამყარებ და ვერც დაიცავ. როგორც ადრე ვთქვი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულები მე და ამ მოძრაობის წევრებს საერთაშორისო…

fethullah gulen 13 07b

ფეთჰულაჰ გიულენი – მოძრაობა ″ჰიზმეთს″ ისევ მახეს უგებენ

თურქეთში ბოლო დღეებში პროსახელისუფლებო მედიის მიერ მუდმივად პოლიტიკოსებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გაშუქება ძაალიან შემაშფოთებელია. ამის შესახებ განცხადება ფეთჰულაჰ გიულენმა გააკეთა.
ფეთჰულაჰ გიულენმა, ქვეყანაში ბოლო დღეებში ″ისლამური სახელმწიფოს″ (ISIS) და  ″ქურთისტანის მუშათა პარტიის″ (PKK) მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ხსენებასთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.
″ბოლო დროს სახელმწიფო მოხელეების და ოპოზიციის ლიდერების მკვლელობებთან დაკავშირებით ცილისწამებლური განცხადებები გახშირდა….

zekeriya mete c61

ფეთჰულაჰ გიულენი: შესაძლოა სხვა მკვლელობებიც მოხდეს და მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერონ

ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან რაიმე სახის კავშირი კიდევ ერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა სხვა მკვლელობებსაც მოძრაობა ″ჰიზმეთს″ მიაწერს.
თურქეთში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ამერიკულ სააგენტო Associated Press-ისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში გიულენი ამბობს, რომ ″მსოფლიოს ასეთი ბრალდებების სინამდვილეში დარწმუნებას ვერ შეძლებენ″.
ფეთჰულაჰ გიულენმა, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უარყო. 1999…

fethullah gulen nuriye akman roportaji7 0ef

ფეთჰულაჰ გიულენი: ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის პოლიციის ოფიცრის მიერ მოკვლის შემდეგ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ფეთჰულაჰ გიულენმა გააკრიტიკა. ფეთჰულაჰ გიულენი ადვოკატების მეშვეობით მეორედ გაკეთებულ განცხადებაში ტერორისტულ აქტს ″შემზარავი და ვერაგული მკვლელობა″ უწოდა და კარლოვის მკვლელობა კიდევ ერთხელ დაგმო.
ფეთჰულაჰ გიულენის განცხადებით, ეს თავდასხმა, ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზნით განხორციელებული ტერორისტული აქტია.
“ამ საშინელი და ვერაგული ტერორისტული აქტის შემდეგ…

fethullah gulen hocaefendinin le monde makalesi 99d

ფეთჰულაჰ გიულენი: “ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები თუ დამტკიცდება, მზად ვარ თურქეთში დავბრუნდე“

მიმდინარე წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების სახით ადგილი ჰქონდა მის უახლოეს ისტორიაში უდიდეს ტრაგედიას, როდესაც ქვეყანა დადგა სრული კატასტროფის წინაშე. 15 ივლისის ღამეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს უდიდესი ტერორისტული თავდასხმა თურქეთის სახელმწიფოებრიობაზე. თურქული საზოგადოება, რომელიც მიიჩნევდა, რომ მის ისტორიაში სამხედრო გადატრიალებები უკვე წარსულს ჩაბარდა, საზოგადოების თითოეული ფენით მტკიცედ დადგა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ რითიც მსოფლიოს…

fethullah gulen 75 5ea

ფეთჰულაჰ გიულენმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

ფეთჰულაჰ გიულენმა გადატრიალების მცდელობა მკაცრად დაგმო. გიულენმა, გასულ ღამეს, თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გიულენის განცხადებით, მთავრობები ძალის გამოყენებით კი არა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. ″ამ სამხედრო გადატრიალებას მკაცრად ვგმობ.″-განაცხადა მან.
ნიუ-იორკში დაფუძნებულ საერთო ღირებულებების ასოციაციის( afsv) მიერ გამოქვეყნებული წერილი ასეთია:
″თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ძალიან მკაცრად ვგმობ. მთავრობები, არა ძალით, არამედ…

fethullah gulen 28 subat surecini desteklemis midir 635

ფეთულაჰ გიულენი – სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ.
შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის…

Send Us A Message